მოდა
არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა რა არის ,,მოდური’’ და რა ,,მოდიდან
გადასული’’,მთავარია რა მოგვწონს ჩვენ,რა გვიხდება და რაც მთავარია რა არის ჩვენთვის
ხელმისაწვდომი...
ხშირად გვიჩნდება
გოგოებს კითხვა – ,,რა ჩავიცვა?ეს ხო მოდიდან გადავიდა,აღარავის აღარ აცვია,მე რატო
უნდა ჩავიცვა?’’ ან ,,სულ ძველმოდური ტანისამოსი მაქვს,გარდერობის განახლება მჭირდება.’’–ეს
არ არის სწორი მიდგომა–დიახ,შენ ის უნდა ჩაიცვა რაც არავის არ აცვია,შენ შენი სტილი
უნდა შექმნა,რატომ უნდა გეცვას ის რაც სხვას მოსწონს?? მარტო იმიტომ რომ ყველას ის
აცვია?? მაშინ ასე მიუდექი საკითხს– ,,მე ეს მომწონს,რა მოსწონს სხვას ეს არ არის ჩემი
საქმე,მთავარია მე მომწონს და მიხდება,სხვისი გემოვნება მე არ მეხება!’’
გადახედეთ მსოფლიო წამყვანი მოდელების გარდერობს,მათ
ჩაცმულობას– ყოველთვის განსხვავებულები,ორიგინალურები და მიმზიდველები არიან,იმიტომ
რომ აცვიათ ის რაც მათ მოსწოთ,რაც უხდებათ და არა ის რაც ,,მოდურია’’ , მათი პოპულარობა
მათ ორიგინალურ ჩაცმულობაზეა დამყარებული..
არ აქვს მნიშვნელობა მოდური გვაცვია თუ ძველმოდური,მთავარია
ჩვენი ინდივიდუალურობა გამოვხატოთ ჩვენი ჩაცმულობით და გამოვუშვათ ჩვენი ,,ტანისამოსის ხაზი’’! არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების,იყავით გამორჩეულები და ყველას დაანახეთ თქვენი
ნამდვილი სახე,თქვენი ,,მე'' იმ სტილით რომელსაც თქვენთვითონ შექმნით!