Guns n' Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში Hollywood Rose–ის
ვოკალისტის აქსელ როუზის და რიტმ გიტარისტის თრესი განზის ,ასევე Hollywood
Rose–დან აქსელის დიდი
ხნის მეგობარი
იზი სტრედლინს და L.A Guns –ის ბასისტ ოლე
ბეიჩის და
დრამერ რობ გარდენის მიერ.
ჯგუფის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა ჰარდ როკს,
ბლუზს, პანკს
და მუსიკის
სხვადასხვა სტილს
თანამედროვე პოპულარულ
ჰევი მეტალს.
როდესაც ჯგუფის
წევრებმა თრესი განზმა და
რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს
ჯგუფის ერთ–ერთ პირველ
შოუზე გამოსვლა,
აქსელმა და
იზიმ მიიწვიეს
გიტარისტი სლეში
და დრამერი
სტივენ ადლერი.
1986 წლის
დასაწყისში ჯგუფმა
ასეთი სახე
მიიღო : აქსელ როუზი (ვოკალი)
, სლეში (სოლო გიტარა) , იზი სტრედლინი (რითმ გიტარა)
, დაფ მაკკაგანი (ბას
გიტარა) და
სტივენ ადლერი (დრამი).ლოსანჟელესისკენ მიმავალ
გზაზე მათ
დაწერეს Welcome to The Jungle. ეს სიმღერა ჯგუფის
ერთ ერთ
ჰიტად იქცა.
Guns
n' Roses ხშირად ხსნიდა
დიდ კონცერტებს, თუმცა მას
შემდეგ რაც
მათი წარმატება
უფრო და
უფრო გაიზარდა როდესაც დაიწყო Appetite for
Destruction–ის ტურნე.ჯგუფი მოგზაურობდა აშშ–ში. 1988 წლის
გაზაფხულზე მიწვეულნი
იყვნენ როკ
ფესტივალზე "Monsters
of Rock",
ინგლისში.ამ ფესტივალზე გამოდიოდნენ ისეთი ჯგუფები
როგორებიცაა Kiss და
Iron Maiden. Guns n' Roses ის
გამოსვლის დროს
100 000 ადამიანმა
ხტომა და
სცენისკენ წინ
წასვლა დაიწყო.მიუხედავად აქსელის
მოთხოვნისა, რომ
უკან დაწეულიყვნენ, ხალხი მაინც
წინ მიიწევდა,
რასაც შედეგადად
ორი ფანი
ემსხვერპლა.ფანების
დაშავების შესახებ
ჯგუფმა არაფერი
იცოდა, ამიტომაც
კონცერტი არ
შეუწყვიტავთ.ამის
გამო, მედიამ
ისინი საჯაროდ
დაადანაშაულა.ისეთმა
ინციდენტებმა, როგორიც
Appetite for Destruction–ის ტურნეს
დროს მოხდა,
ჯგუფს შესძინა
მსოფლიოს ყველაზე
სახიფათო ჯგუფის
სახელი.ჯგუფის
წევრების საქციელი
ხშირად ხდებოდა
მედიის ნეგატიური
დამოკიდებულების საფუძველი.მაკკაგანი, სლეში, სტრედლინი და ადლერი ხშირად იყვნენ
შემჩნეულნი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ
როგორც სცენაზე,
ისე სცენის
მიღმა.ინგლისში
1987 წლის ტურნეს
დროს მედია
საკმაოდ უარყოფით
დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჯგუფისადმი და
სლეშს იხსენიებდნენ როგორც "Slosh",
"Slug" and "Slush". ამ
ტურის დროს
Guns n' Roses–მა ჩაწერა ლაივ ალბომი
უბრალო სახელწოდებით EP (Live from the Jungle) . აქ არ იქნა
შეტანილი სიმღერა
"Welcome to the Jungle".ეს
ალბომი 1987 წელს
გამოვიდა, თუმცა
დიდი ყურადღება
არ მიუქცევია.ერთი მხრივ იმიტომ,
რომ მხოლოდ
იაპონიაში იქნა
გამოშვებული და
მეორე მხრივ
იმიტომ რომ
ალბომი Appetite for Destruction ამავე პერიოდში
გამოუშვეს. Use Your
Illusion-ის მსოფლიო ტურნეზე
შესრულდა The Godfather, Black Sabbath–ის სიმღერა "It's
Alright". "Move to the City" კლასიკური როკის
სტილშია გადაკეთებული.ამ სიმღერისთვის აქსელმა მიიწვია
მუსიკოსების სპეციალური შემადგენლობა, რომელიც ტურნესთვის შეიქმნა.
პრესაში
ხშირად იყო გაშუქებული კონცერტები, რომლის დროსაც ხდებოდა არეულობა ან ჯგუფი იგვიანებდა.მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიერ ნარკოტიკების გამოყენება კონტროლს ექვემდებარებოდა , აქსელი ხშირად იყო უკმაყოფილო დაცვით, ასევე კონცერტების უნებართვო ჩაწერით . 1991
წლის 2 ივლისს, მისურის შტატში, რივერპორტის ამფითეატრში, ზუსტად სანტა ლუისის გარეთ აქსელ როუზი სცენიდან ხალხში გადახტა, რათა მსმენელისთვის ვიდეო კამერით კონცერტის გადაღება აეკრძალა.ერთ-ერთი ინფორმციით ეს ადამიანი იყო ჟურნალისტი, რომელსაც კონცერტის გადაღების უფლებ არ ჰქონდა.მას შემდეგ რაც აქსელი სცენაზე აიყვენეს, როუზმა კონცერტი ასეთი სიტყვებით დაასრულა : "Thanks to the ... security, I'm
going home." მან მიკროფონი დაახეთქა და სცენა დატოვა.ზოგიერთ ფანს ეგონა , რომ აქსელმა მიკროფონი ვიღაცას ესროლა.თუმცა სლეშმა განაცხადა :"მან მიკროფონი
ძირს დააგდო,ასე რომ ჩვენ აქედან მივდივართ".გაბრაზებულმა
ხალხმა არეულობა მოაწყო, რის შედეგადაც იყვნენ დაშავებულნიც.როუზი დაადანაშაულეს ამ ინციდენტის გამო, თუმცა მისი დაკავება პოლიციამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან ჯგუფი ტურნეს აგრძელებდა.როუზმა, როდესაც თავს იცავდა, განაცხადა რომ ჯგუფის დაცვამ რამდენჯერმე მოითხოვა კამერით გადაღება შეწყვეტილიყო.ოთხივე თხოვნა იგნორირებულ იქნა.გარდა ამისა, ჯგუფის სხვა წევრებიც აცხადებდნენ რომ, არავინ სცადა ხალხის შეჩერება, რომელიც ბოთლებს ისროდა .Use Your Illusion–ის გაფორმების დიზაინი, კერძოდ სამადლობელ სექცია შეიცავს ასეთ სიტყვებს :"Fuck You, St. Louis!". ამ პერიოდში
რითმ გიტარისტმა იზი სტრედლინმა დატოვა ჯგუფი, აქსელთან და სლეშთან გაუგებრობის გამო.იგი შეცვალეს გილბი
კლარკით.კონცერტების დროს აქსელი
წარადგენდა გილბი კლარკს და ამის შემდეგ კლარკი იწყებდა "Wild Horses"– Rolling Stones
ის სიმღერს დაკვრას.1991
წლის ბოლოს როუზმა ტურნეს დაამატა მუსიკოსების ანსამბლი, რომელშიც რამდენიმე ბექ ვოკალისტიც იყო.1992
წელს Guns n' Roses–მა მონაწილეობა მიიღო ფრედი
მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტში და ორი სიმღერა შეასრულა.მოგვიანებით ჯგუფი გაემგზავრა მოკლევადიან ტურნეში ამერიკულ ჰევი მეტალ ჯგუფთან Metallica-სთან ერთად. 1992 წლის აგვისტოში , მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტის დროს Metallica-ს ვოკალისტი ჯეიმს
ჰეტფილდი დაშავდა.Metallica იძულებული გახდა კონცერტის მეორე საათი გაეუქმებინა.დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Guns n' Roses სცენაზე
გამოჩნდა.ტექნიკური პრობლემების გამო მუსიკოსების თავიანთი ხმა არ ესმოდათ, გარდა ამისა აქსელს ხმასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა,როგორც თავად განაცხადა.შედეგად ჯგუფს სცენა შედარებით ადრე დაატოვებინა.ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია.ფანებმა არეულობა მოაწყვეს–ატრიალებდნენ მანქანებს, ამტვრევდნენ შუშებს, ადგილობრივ მაღაზიებს ანგრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. Use Your Illusion –ის ტური იმითაც
გამოირჩევა, რომ ჯგუფმა ამ პერიოდში გადაიღო სამი ძალიან ძვირადღირებული ვიდეო კლიპი:"Don't Cry", "November Rain"და "Estranged’’. ბალადა "November Rain’’ ყველაზე უფრო მოთხოვნად ვიდეოდ იქცა
MTV -ზე. მან ჯილდო
აიღო 1992 წლის MTV Video Music Award -ზე საუკეთესო სინემატოგრაფიისთვის.
1993 წელს გილბი კლარკს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა მოტოციკლით, რის გამოც ჯგუფს მისი დროებითი შემცვლელი ესაჭიროებოდა.იზი Guns n' Roses-ის შეუერთდა
და 5-მდე კონცერი მათთან ერთად ჩაატარა. ისტორიული ტურნე დასრულდა არგენტინაში, ბუენოს აირესში 1993
წლის 17 ივლისს.ტურნე გრძელდებოდა 28 თვის განმავლობაში და მოიცავდა 200 კონცერტს.ეს ბუენოს
აირესში გამართული კონცერტი იყო- ბოლო, სადაც ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის წევრები სლეში და მაკკაგანი გამოვიდნენ. 1994
წელს გილბი კლარკმა დატოვა ჯგუფი, რადგან აქსელი გრძნობდა, რომ მისი გამოცდილება სიმღერების წერისა არ იყო საკმარისი ჯგუფის მომავალი პროექტისთვის.ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა Rolling Stones –ის სიმღერის "Sympathy for the Devil" ქავერი
ფილმის "Interview with the Vampire" საუნდტრეკად.
გილბი კლარკის ნაცვლად აქსელის მეგობრის პოლ ტობიასის მიერ ჩაწერილი ნაწილი სიმღერაში სათანადოდ არ ჯდებოდა.როდესაც სლეშმამოისმინა საბოლოო
ჩანაწერი, აღმოჩნდა
რომ მისი
გიტარის სოლოს
ნაცვლად პოლ
ტობიასის გიტარის
სოლო იყო
ჩაწერილი. 1995 წლის
დასაწყისში ოზი ოზბორნის გიტარისტმა ზაკ
უაილდმა განაცხადა,
რომ იგი
შეურთდა ჯგუფს
ერთკვირიანი რეპეტიციისთვის აქსელის პირადი
თხოვნით.
1996 წლის
აგვისტოში კვლავ
შეიკრიბნენ.ორი
კვირის განმავლობაში ალბომზე ერთად
მუშაობის შემდეგ,
დაფი და
მეთ სორუმი გაემგზავრნენ თავიანთი
პროექტის Neurotic
Outsiders ტურნეში და
უკან დაბრუნდნენ სექტემბრის დასაწყისში ერთი კვირით.ამის შემდეგ სლეშს
და აქსელს
მარტო უხდებოდათ
მუშაობის გაგრძელება.ოქტომბერში სლეშმა
განაცხადა, რომ
იგი ჯგუფში
მხოლოდ სამი
კვირით იყო
დაბრუნებული და
რომ მისი
და აქსელის
ურთიერთობა წინ
ვეღარ მიიწევდა.რამდენიმე კვირის
შემდეგ აქსელმა
განაცხადა რომ
სლეში ჯგუფში
აღარ იყო.
სლეში შეცვალა
Nine Inch Nails–ის ყოფილმა გიტარისტმა რობინ ფინკმა.1997 წელს
მეთ სორუმს
ჯგუფი დაატოვებინა ექსელმა. 1998 დაფ
მაკკაგანმა წელს ოფიციალურად დატოვა ჯგუფი.შედეგად ჯგუფის
ერთადერთი ნამდილი
წევრი I შემადგენლობიდან მხოლოდ აქსელია.მოგვიანებით სლეშმა,
მაკკაგანმა და
სორუმმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Velvet Revolver. 80–იან წლებში
Guns n' Roses–მა შემოიტანა უფრო
სერიოზული, ემოციური
ხანდახან კი
პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა
მეტალში.მათი
მუსიკა მოიცავდა
ჰეარ მეტალ
ჯგუფების თემებს.ჯგუფის როკ
ნ როლის
სტილი სრულიად
განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკაზე
და ჰიპ–პოპზე.
Guns n' Roses –მა 9 თვეში მუსიკალურ
კომპანიასთან კონტრაქტი
გააფორმა და
ყველა ჩარტი
დაიპყრო მას
შემდეგ , რაც
MTV-ზე ჯგუფის
სიმღერა ღამის
საათებში რამდენიმეჯერ დაატრიალეს .,,Appetite
for Destruction’’
ითვლება ყველა
დროის ერთ
ერთ საუკეთესო
ალბომად გაყიდვების მხრივ. ჯგუფზე ყოველთვის
განსაკუთრებულად ლაპარაკობდნენ ცოცხალი ლეგენდები.
ოზი ოზბორნმა
Guns n' Roses–ს მეორე
Rolling Stones უწოდა.
2002 წელს Q
magazine –მა დაასახელა ის
50 ჯგუფი, რომელსაც
უნდა მოუსმინო
მანამ, სანამ
მოკვდები,მათ შორის Guns n'
Roses–იც იყო.მუსიკალურმა ტელევიზიამ VH
1 მა 100 უდიდეს ჰარდ
როკ ჯგუფს
შორის Guns n'
Roses–ს მე–
9 ადგილი დაუმკვიდრა.ხოლო 50 საუკეთესო ჯგუფს
შორის მე–11. ჟურნალ Rolling
Stone–ის ყველა
დროის 500 საუკეთესო ალბომს
შორის იყო
Guns n' Roses–ის ალბომი .
ჯგუფი კრიტიკისგან თავისუფალი არ
ყოფილა.მედია
ხშირად აკრიტიკებდა მათ ნარკოტიკებისა და სასმელის
ხშირად მიღების
გამო.ასევე
იმის გამოც
რომ აქსელი
ხშირად იცვამდა
ჩარლზ მენსონის (ცნობილი კრიმინალი)
მაიკებს.ალბომებს
შორის დიდი
შუალედებიც კრიტიკის
საფუძველი ხდებოდა.
ვოკალისტი კრიტიკის
საგნად იქცა,
მას შემდეგაც
რაც ჯგუფი
დაიშალა.მუსკრიტიკოსები თვლიდნენ , რომ კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ,
ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ
უნდა გაეგრძელებინა.
2012 წლის
დასაწყისში Guns n'
Roses წარდგენილი იქნა
Rock and Roll Hall of Fame–ის
დარბაზში.
თავდაპირველი შემადგენლობა :თრესი განზი,სტივენ ადლერი,აქსელ როუსი,დაფ მაკკაგანი,სლეში.
![]() |
Add caption |
Guns N' Roses შემადგენლობა(ახალი შემადგენლობა):
სტუდიური ალბომები:
«
Appetite
for Destruction (1987)
« G’N R Lies (1988)
«
Use Your Illusion I (1991)
«
Use Your Illusion II (1991)
«
The Spaghetti Incident? (1993)
«
Chinese Democracy (2008)
ოფიციალური საიტი: http://www.gunsnroses.com/