Friday, November 22, 2013

უბრალოდ ის! (სასიყვარულო ისტორია)



ცხელა....სახლში კი არ მივდივარ მივღოღავ... იმედია იწვიმებს –აგრილდება ...სული მეხუთება ასეთ სიცხეში.. საერთოდ ვერ ვიტან ასეთ ამინდებს,რა ჯობია წვიმას,მმმმ! ვგიჟდები წვიმაზე, ვმშვიდდები წვიმის დროს. სკოლიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ არაფრის თავი არ მაქვს, სიმშვიდე სიწყნარე და სიგრილე მინდა.ვერ ვიტან სკოლას და კლასელებს მითუმეტეს,ცხვირაბზუებული იდიოტები არიან ყველანი,მაგარი ტიპები გონიათ თავები და ისე იყურებიან გეგონება ეგენი არიან და მორჩა..არ მიყვარს მათთან ურთიერთობა,მაგრამ მაინც გული მწყდება ხოლმე როცა ისინი ერთობიან , მე კი ისე ვზივარ და შორიდან ვუყურებ.არ მიღებენ თავიანთ სასტავში,არასდროს არ მიღებდნენ,არავის არ მოვწონდი,ამრეზად მიყურებდნენ და მეც ვკომპლექსდებოდი და ვკომპლექსდებოდი,მანამდე სანამ არ მივხვდი რო მაგათი აზრისთვის არ უნდა მიმექციაა ყურადღება და საერთოდ არავის აზრისთვის არ უნდა მეგდო ყური გარდა საკუთარისა...ამ ფიქრებში ვიყავი და ასახვევშიც ავუხვიე..რამდენიმე ჩემი მეზობელი შემხვდა და მომესალმა,არ მაქვს მათთან კარგი ურთიერთობა,ადრე კი ვიყავით ძალიან მაგრად,ვმეგობრობდით მაგრამ მერე ბევრი რამე შეიცვალა და არც მათი დანახვა გამხარებია დიდად,ირონიული სიცილი ვტკიცე მოსალმებისას და გავეცალე..საერთოდ მომბეზრდა ხალხთან ურთიერთობა,დედაჩემი მეუბნევა სანამ ხასიათს არ შეიცვლი არაფერი არ გეშველებაო,მაგრამ არ მინდა რამის შეცვლა მე ეს ვარ და ასეთი ვიქნები ყოველთვის.
სახლში შევედი,როგორც ყოველთვის დედა შინ დამხვდა,ჩანთა შემოსასვლელში ძირს დავაგდე და ხელები დავიბანე,ვჭამე და გაკვეთილები მოვამზადე.მერე ავდექი და გარეთ გავედი.ნელა მივაბიჯებდი და მშვიდ მუსიკას ვუსმენდი,თითქმის არავინ იყო გარეთ რაც ძალიან მსიამოვნებდა,მივდიოდი და არაფერზე არ ვფიქრობდი,მოცემული სიმშვიდით ვტკბებოდი..
ისე ძალიან უაზრო ცხოვრება მაქვს,როგორ შეძლება 16 წლის გოგოს ასეთი უაზრო ცხოვრება ქონდეს..მშურს კიდევაც როცა ყველა შეყვარებულებთან ერთად სეირნობს მე კი უბრალოდ მარტო.მაგრამ რომ დავუფიქრდები ხოლმე დიდად არ მინდა შეყვარებული,ახალი პრობლემის საწყისი მგონია,ეს კი დიდად არ მინდა ისედაც ცარიელი პრობლემა ვარ... ჩემი ყველა ,,მეგობარი’’ სახლშია გამოკეტილი და სწავლობს ან ზიან და FB-ში ,,მეგობრებს’’ ეჭორავებიან..დამღალა ამდენმა FB–მ,მოკლედ შეჩენილებივით სულ იქ ციმციმებენ გარეთ არავინ აღარ გამოდის... რა კარგი იყო ბავშვობა უბრალოდ რო მაგონდება როგორ ვერათობოდი გული მწყდება რომ აღარ არსებობს სამყარო სადაც მე ბავშვი მქვია,ნუ ჩემი მშობლებისთვის ისევ ბავშვი ვარ მაგრამ მე მაღიზიანებს ასე რო მეძახიან...
მოკლედ მე ყველაფერი მაღიზიანებ!–მართალია დედაჩემი,უნდა შევიცვალო მაგრამ ამის არც დიდი სურვილი მაქვს და არც ის ვიცი ეს როგორ უნდა მოვახერხო.
თავში მარტო ერთი რაღაც ტრიალებს–ლუკა...კარგი ბიჭია ლუკა და ვიცი მე არასდროს მოვეწონები,იმდენად კარგია რომ ყველა აქებს დიდიან პატარიანად,მოსწავლიან მასწავლებლიან დირექტორიანად...იტოგში სკოლის,უბნის და სამეგობრო წრის თვალის ჩინია ყველას მისი სახელი აკერია პირზე და მარტო მის სახელს გაიძახიან.ჩემი ძმის ძმაკაცია და ხშირად არის ჩვენთან,ამოდის ხოლმე როცა მშობლები არ არიან და ეგ და ჩემი ძმა გათენებამდე უკრავენ გიტარას და მღერიან.თავიდან სწორედ ამან მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება–ისე საამურად მღეროდა ვერ გავუძელი მის მომხიბლელ ხმის ტემბრს და ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა,მაგრამ არაფერს არ ვაგრძნობინებდი,ვიცოდი როგორც მეგობარს ისეც დავკარგავდი რომ გაეგო და ეს არ მინდოდა...ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ლაშა არ შემარჩენდა თავისი ძმაკაცის სიყვარულს და მომკლავდა...ასე რომ ჩემ ფიქრებში ვიყავი ლუკასთან ახლოს და ყოველ შეხვედრაზე მხოლოდ მეგობრულად ვაჩვენებდი თავს... ახლაც მივსერინოდი მარტო და ლუკაზე ფიქრმა გამიტაცა,ვოცნებობდი ერთად ყოფნაზე,რომ ვყვარებოდი,რომ ეამაყა ჩემით…მაგრამ ეს ოცნება ოცნებად დარჩებოდა ვიცოდი და მეც შევწყვიტე საერთოდ ფიქრი,მოღუშულმა გავაგრძელე გზა.. უკვე ძალიან დამღალა უაზროდ ცხოვრებამ,ძალიან მინდა რაღაც ახალი მოხდეს,რაღაც ახალი და კარგი,თუმცა იმედი საერთოდ არ მაქვს,ანროგორ შეიძლება რამის იმედი მქონდეს,ვაფშე ვერ ამიქვამს როგორც გოგოს...

,,ნაბერეჟზე’’ გადავუხვიე და აჰააა – ჩემი ძმის სასტავი,,ძაღლი ახსენე –ჯოხი გვერძე მოიდეო.’’ ლუკა ადგა და გადამკოცნა,გამიხარდა მაგრამ არ შემიმჩნევია,ლაშამ მკითხა სად დაწანწალებ ასე მარტოო და მაშინვე გამოვცილდი..მივდიოდი და რაღაცნაირად ლუკაზე გული მიცრუვდებოდ,არ ვიცი რატო,ასე ვიცი ყველაზე,ადვილად ვიცვლი შხედულებებს და რაღაცნაირად ნერვები მომეშალა...
რა ვაკეთო ასე მარტომ?! სეირნობა მომბეზრდა,იქვე სკამე ჩამოვჯექი და ისევ სიმღერებს ვუმენდი,აღარაფერზე ვფიქრობდი,დამღალა გაუთავებელმა ფიქრებმა,ერთხელ სხვამაც იფიქროს ჩემზე..
ვიჯექი სკამზე და ვუსმენდი სიმღერებს,როცა ვიგრძენი ვიღაც სკამზე ჩამოჯდა,ყურსასმენი მოვიხსენი და გავხედე... ვა ვა რა სიმპათიური ბიჭი იყო, გამიკვირდა.
–გამარჯობა!
_გაგიმაჯოს!–მივესამლე და გავუღიმე.მე მეგონა პროსტა მომესალმა,გვერზე რადგან მომიჯდა მაგრამ მერე როგორც აღმოჩნდა შევცდი.
–ტატო!–გამომიწოდა ხელი,თავიდან დავიბენი,მერე მივხვდი გაცნობა უნდოდა და სიამოვნებით გავეცანი,კარგ ხასიათზე ვიყავი,თორე ისე შევუღრენდი გული გაუსკდებოდა და ინანებდა საერთოდ რატო შევეხმიანეო.
–ჩემს სკამზე ზიხარ,–მითხრა სერიოზულად.
–ვერ მიგიხვდი..
–ჩემი სკამიათქო!
–დიდი ხანია ასე ხარ?
–როგორ?
–ეს სკამი რო შენი გგონია..
გაეცინა.
–ხო ძალიან დიდი ხანია..
–მაინც?
–ადგები თუ არა ამ სკამიდან??
–რაღაც ვერ გავიგე და ვერ მივხვდი რატო უნდა ავდგე ამ სკამიდანა!–რა იდიოტია ღმერთო ჩემო რა სკამი,რა ადექი..
–ადექი–მეთქი,ასეიგი უნდა ადგე!–რატომრაც გაღიზიანდა და მეც ძალიან გამიხარდა რო გავაღიზიანე.
–ვახ,პირევლი ხო მე ვიჯექი,ნახე რამდენი სკამებია,ადექი და თვითონ გადადი.
–სამამდე ვითვლი და აქ აღარ იჯდე!–თქვა და თვლა დაიწყო.ყურსასმენები გავიკეთე და ისევ სიმღერების მოსმენა დავიწყე.მამაჩემს არ ვუჯერებ და ამას როგორ დავუჯერებ,გადარეულ ფსიქოპატ მანიაკს..აქედან არ ავდგები სანამ თვითონ არ წავა...
მიყურა,მიყურა და სახე რო ამეწვა მზერისგან ისეთი სახით შევხედე გამშორდა.ნეტა რა უნდოდა.. ტატო ტატო.. ბავშვივით იქცეოდა,ჯიუტი დებილი ბავშვივით.ასეთი იდიოტის შთაბეჭდილება არცერთ ბიჭს არ მოუხდენია ჩემზე..თვალს რომ მოეფარა ავდექი და სახლში წავედი,რა მეკეთებინა მარტოს თან..
სახლში მივედი,ჩემს ოთახში შევედი,ლეპტოპი ჩავრთე და FB–ში შევვარდი,როგორც ყოველთვის არც არაფერი.გამოვედი და კინოს ყურება დავიწყე,ცოტახანში დავწექი და დავიძინე...
ასე გადიოდა ყოველი დღე..ჩემთვის არცერთ დაქალს არ ეცალა,ყველა შეყვარებულებით,სწავლით იყო დაკავებული და მეც გამოშტერებულივით მარტო დავდიოდი ყველგან... შეჩვეული ვარ მარტოობას მაგრამ სულ მარტო ყოფნა დიდად არ მსიამოვნებს..მოკლედ ყველაფერი ცუდად მიდიოდა ჩემი სწავლის გარდა და მეც ვსწავლობდი და ვსწავლობი,სხვა რა საქმე მქონდა..
გამოცდები მორჩა,სკოლაც დამთავრდა და მოვიდა არდადეგები,მაგრამ არ გამხარებია,საქმე აღარაფერი მქონდა,სკოლაში მიანც დავდიოდი,ახლა კი იჯექი სახლი,უაზრობაა რაა,აი ეს არის მეგობრების უყოლობა.დედაჩემმა აიტეხა ზღვაზე უნდა წავიდეთო ხოდა მეც ველოდები როდის წავალთ ზღვაზე,დიდად არ მიყვარს მაგრამ გავირუჯები მაინც.. მსიამოვნებს ის ფიქრიც რომ მთელი წლის ნავარჯიშები კარგად გამოვიყურები და მუცლის პრესი მემჩნევა,ასე რომ ზღვას რა ჯობია როცა კარგად გამოიყურები.წინა დღეს სანამ წავიდოდით მამას ფული გამოვართვი და მაღაზიაში წავედი,იმდენი რამმე ვიყიდე ძლივს მომქონდა,ხოდა ახალ ბიკინებში მშვენივრად გამოვიყურები და ძალიანაც მიხდება..ყველაზე მეტად ის მახარებს რომ რუსას–ჩემი დის,რომელიც ჯერ 3წლის არის, დევნა მე არ მომიწევს,მისი ძიძაც მოგვყავს და ამით გახარებული რომ ჩემ ნებაზე ვიქნებოდი მშვენიერ ხასიათზე დავდექი.
დილაზე დედამ გამაღვიძა ადექი მოემზადეო. უცბათ წამოვხტი,სააბაზანოში შევედი,მოვწესრიგდი,შორტი,ტოპი და სანდლები ჩავიცვი,ჩემოდანი ავიღე და ეზოში ჩავედი.მანქანაში რუსა,ნატალი(რუსას ძიძა) და საჭესთან ნინო (დედა) მელოდნენ.

გზაში ცოტა არ იყოს მოვიწყინე.ვჯექი და სიმღერებს ვუსმენდი,მთელი გზა ხმა რა ამომოღია.რო ჩავედით დედაჩემმა რომელიღაც სასტუმროში წაგვიყვანა,აშკარად 5ვარსკვლავიანი იყო,თვალები გამიბრწყინდა რო შევედი ისე ბზინავდა იქაურობა,შადრევნებით,აუზებით და უამრავი გასართობით.ყველაზე მეტად მაინც ის გამიხარდა ოთახში მარტო რო ვიქნებოდი,რასაც მინდა იმას გავაკეთებდი,თან დიდი საწოლი, ჩემი Ipad–ისთვის WI_FI – ერთი სიტყვით სამოთხე... შევედი თუ არა ოთახში გამოვიცვალე და მაშინვე ეზოში ჩავედი,აუზის წინ ერთი შეზლონგი დავიკავე და თავით გადავეშვი წყალში..როგორ მეამა სიცხეში ცივი წყალი,ცურვა კარგად ვიცი ასე რომ გამიმართლა..ესეც მომბეზრდა და გასარუჯად წამოვწექი...პირდაღმა ვიწექი როცა ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი:
_ ჩემი ადგილია,–ჩამესმა თითქოს აქამდეც გაგონილი ხმა.
–ვერ მიგიხვდით,ჯავშნინა აქ ადგილებს?–ცოტა არ იყო გავბრაზდი, თავი არც ამიწევია ისე ვუთხარი.
–მე სულ აქ ვწევარ ხოლმე.
_და მე ეგ რაში მიანტერესებს??
_ადგები თუ არა?!–ახლა კი ნამდვილად გავბრაზდი.
–გამანებე თავი,მიიხედ მოიხედე იქნებ თავისუფალი ადგილი იპოვო და მე შემეშვა.
_ აუ გოგო ადექი რა მალე!–მითხრა უხეშად,აი ახლა კი ნამდვილად ამეშალა ნერვები,ჩემ მოთმინებასაც საზღვარი აქვს,ავეხე და....
–ტატო?!–აუ გადამეკიდა ეს ტიპი თუ რა უნდა?!ის ბიჭი იყო სკამიდან რო მაგდებდა გინდა თუ არა ჩემი სკამიაო და ახლაც იგივე მეორდებოდა.
_აუ მეც არ ვთქვი ასე ვინ მიუჯიუტდება–მეთქი?მიდი ადექი რაა!
–დამდევ?–ვკითხე დაეჭვებით,–რას გადამეკიდე?
–ეგღა მაკლია შენ გდიო,–სუფთა იდიოტივით მითხრა.
–რატო მეჩუბები?
_ კაი ხო,რა ვქნა სულ ასე ვიცი ხოლმე ერთხელ თუ სადმე დავჯექი ის ჩემი მგონია.
–დიდი ხანია ასე ხარ?
–მაშინაც ეგ მკითხე,–გაგვეცინა.
–აუ სისულელეა რა.
–თუ სწორად მახსოვს კატო?ხო არ ვცდები?!
–მართალი ხარ.
–მარტო ხარ ჩამოსილი?
–არა,დედაჩემთან,დასთან და მის ძიძასთან ერთად,მაგრამ მათ ჩემთვის არ ცალიათ,დედაჩემი დასასვენებლად ჩამოვიდა და ჩემ დევას და ძებნას არ დაიწყებს.
–იცნობ ვინმეს აქ?
–მარტო შენ,–გაეცინა.
–ადე წამო ბავშვებს გაგაცნობ.
–მეგობრებთან ერთად ხარ ჩამოსული?
–უფრო სწორად მეგობართან,–ხელი მომკიდა,ამაყენა და ოთახისკენ წამიყვანა..
სასტუმროს მეორე მხარეს გავედით,4სართულზე ავედით და ერთ–ერთ ოთახში შევედით.აუჰაა რამდენი ხალხია...
–ბავშვებო!–დაიყვირა ტატომ,ზუზუნი მიწყნარდა და გააგრძელა–გაიცანით ეს კატოა.
–ვახ კლუბის ახალი წევრი,–გაეცინათ ბავშვებს.
ერთი გოგო სწერვულად მიყურებდა,მერე ადგა და ტატოსთან მივიდა მოეხვია და აკოცა,რაღაც ჩასჩურჩულა ყურში,ტატომაც გადაჩურჩლა და იმ გოგოს გაეცინა.
–ნატა!–გამომიწოდა ხელი.მოკლედ ყველა გავიცანი.საღამოს ზღვაზე წავედით,სადღაც გამიყვანეს,იმ ნაპირზე საერთოდ არ იყო ხალხი.ცეცხლი გააჩაღეს და დაიწყო მხიარულება,ლუდები,ენერგეტიკული სასმელები,ცეკვები და მოკლედ მაგრად გავერთეთ.ვუვლიდი ახალ მეგობრებთან ერთად გარს კოცონს და თან ლუდს ვსვამდი.ყველანი დავიღაკლეთ და კოცონს შემოვუჯექით,10წუთი არ იყო გასული ტატოს დაურეკეს,იმანაც არ აყოვნა და ჩვენი გიტარისტი მოდისო.მეც ველოდებოდი მათ ,,გიტარისტს’’...

და აი სიბნელეში გამოჩნდა სულუეტი მაღალი,დაკუნთული ბიჭისა,კი არ მოდიოდა მონარნარებდა, ბეჭზე გიტარა გადაედო და ცალ ხელს გვიქნევდა.
–აი ცოტნეც! დაიყვირა ქეთიმ და მისკენ გაექანა. მოკლედ აქ ყველა წყვილები ყოფილნან,ცოტა არ იყოს ზედმეტანდ ვიგრძენი თავი.ტატო და ნატა,ის ცოტნე და ქეთი,ლიკა და დათო,აშკარად ზედმეტი ვარ,თან ასაკითაც ჩემზე დიდიები არიან..თავი უხერხულად ვიგრძენი...ცოტნე მომიახლოვდა და დამარკვირდა:
–ვიცნობთ?
–არა!–ვუთხარი ისე რო არც ამიხედავს.
–აშკარად ტატოს მოყვანილი ხარ.
–აჰამ!მართალი ხარ.
–რა გქვია არ მეტყვი?მე ცოტნე.
–კატო!–მოვუჭერი და ლუდის სმა გავაგრძელე.
–რამდენი წლის ხარ კატო?–მკითხა წყნარად.
–..............
–არ მეუბნევი??
–შენ?
–პირველი მე გკითხე.
–.......
–21–ის შენ?
–რაა?? ყველა ამ ასაკის არის??–ვიკითხე მოულოდნელად,არა,ვიცოდი რო ყველა ჩემზე ბევრად დიდი იყო და რა გამიკვირდა ვერ ვხვდები.
–ალბათ შენ პატარა ხარ ასე რომ გაგიკვირდა..
–თან ბევრად..
–მაინც??
_16–ის
–ვახ პატალა კოფილქალ!–თქვა ენის წაჩლექვით,თითქოს აღუას ელაპარაკებოდა.ცოტა არ იყოს გამიტყდა,კიდე კაი სხვა არავინ ისმენდა ჩვენს საუბარს.
–ცოტნე მოდი დაუკარი!
–აღარ ვარ ხასიათზე.
–მოხდა რამე?
_არასსრულწლოვანი რო მოიყვანეთ და ლუდს რო ასმევთ ახალი მოდაა?/
რააო?!გაოცებისგან პირი დავაღე,პატარა ბავშვიო,ლუდს რო ასმევთო..ცოტაც და ჭკუიდან შევიშლებოდი,როგორ გამიბედა?მაგას მართლა პატარა ხო არ ვგონივარ?!ძალიან შეურაწყოფილი დავრჩი,თავი ვინგონია ასე რო ლაპარაკობს ჩეზმე?ავდექი და ხმოსამოუღებლად გავეცალე ,,სასტავს’’. ყელში თითქის რაღაც გამეჩხირა,არაფრის თქმის თავი არ მქონდა,ხმას ვერ ვიღებდი.იქვე გავედი,ძალიან არ მოვშორებულვარ კოცონს.ცოტა რო გადამიარა წყენამ და ბოღმამ ისევ ბავშვებისკენ წავედი.იჯდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ,ცოტნემ დამინახა თუ არა დავბრუნდი მომაძახა:
–რა იყო პატალა გოგო დედამ კიდე დაგრთო დარჩენის უფლება??
–იქნებ გაჩუმდეთ!
–მრავლობითში რატო ლაპარაკობ პატალა?
–მრავლობითში არ ვლაპარაკობ,როგორც ზრდილობიან გოგოებს შეეფერებათ დიდებს თქვენობით ვესაუბრები!–ეს სიტყვები ისე ,,გულწრფელად’’ ვუთხარი ყველას სიცილი აუტყდა,ცოტნე არ ელოდებოდა ასეთ ნაგლობას მაგრამ მიანც გააგრძელა:
–მართალი ხარ,მაგრამ არ არის საჭირო,ნებას გაძლევ ჩვეულებრივად მელაპარაკო!
–არა დედიკომ მითხრა უფორსებს შენობით არასდროს მიმართოო,თან მე ძალიან ჭირვეული პატარა გოოგო ვარ და მაინც ვერ გადამათქმევინებთ ჩემსას.
–ხო გემჩნევა ძალიან ჯიუტი რო ხარ!–ხელი ჩაიქნია ცოტნემ.
–რა იყო ცოტნე ასე უცბათ დანებდი?–ვკითხე და გავიცინე.
–აუ ბავშვო თავი გამანებე,ძალიან რო მაღიზიანებ ვერ ხვდები??
–აჰ,ახლა გაღიზიანებ კიდეც??!–ადგა და მომიახლოვდა,მერე მკლავზე ხელი მომიჭირა და გვერძე გამოყვანა,ბავშვებისგან მოშორებით ისე რ ვერცერთ მათგანს ვერ ვხედავდი და ვერც ისინი გვხედავდნენ.
–მისმინე, აქ სულ დიდები ვართ და ძალიან არ მსიამოვნებს არასრულწლოვნის ყოფნა ჩვენთან ერთად,თან ძალიან არ მინდა შენს გამო პოლიციასთან შემექმნას პრობლემები,ძალიან ზედმეტი ხარ!
მეწყინა მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩემი გავაგრძელე:
–აუ ცოტნე აქ შენ არ მოგიყვანივარ და არ გაქვს უფლება გამაგდო,მითუმეტეს დახურული სასტავი არ არის და როცა მინდა მაშინ მოვალ,გავერთობი თქვენთნ ერთად და იმას გავაკეთებ რასაც თქვენ აკეთებთ და ამას ვერავინ დამიშლის,მითუმეტეს ნახევარი საათის გაცნობილი ბიჭი რომელმაც რატომღაც ძალიან ამითვალწუნა.
–არ ამითვალწუნებიხარ,უბრალოდ პატარა ხარ ძალიან!
–არადა ტატომ მითხრა ჩემნაირები არ არიანო.
–და ტატო რანაირია ვითომ?
–ცოტა არ იყოს უქრის,შენც მასეთი ყოფილხარ!–ვუთხარი და სახლში წავედი..
ამას ერქვა გაცნობა რასაც ქვია..დეგენერატი,ჩამაშხამა დღე არადა მეთქი მეგობრები შევიძინეთქო,რატო უნდა ჩამეშალოს ამის გულისთვის ყევლაფერი?სადღაც იმედი მქონდა რომ ამ ზაფხულში ამიც გავერთობოდი ცოტათი,მაგრამ არ ვაპირებ შევეტენო, მაგათთან ხვეწნას არ დავიწყებ,სხვებსაც კარგად გავიცნობ რა პრობლემაა...დაღლილი ვიყავი ,შხაპი მივიღე და დავწექი თუ არა ჩამეძინა.


                                   
თავს აღარ შეგაწყენთ იმის მოყოლით თუ რა ხდებოდა მომდევნო 1კვირა.დედაჩემი წასვლას არ აპირებდა,მშვენივრად ერთობოდა,დაქალებიც ჩამოუვიდნენ და ჩემთვის საერთოდარ ცხელოდა,ასე რომ დღე და ღამ მარტო ვიყავი.სასტუმროშიც კი აღარ შემხვედრიან ჩემი ,,მეგობრები’’,არც მინდოდა მათი ნახვა ცოტნესი მითუმეტეს,მასეთი დეგენერატი ბიჭი ცხოვრებაში არ მინახავს და არც ასეთი შეურაწყოფილი ვყოფილვარ ოდესმე...ლუდს ვაყოლებდი ყელა ჩემ დარდს და მთელ დროს რუსასთან თამაშში ვატარებდი.ეს ერთი კვირა სანაპიროს უკაცრიელ ნაპირზე სეირნობას დავეჩვიე,ვიკეთებდი ყურსასმენებს და ვსეირნობდი და ვსეირნობდი,სხვა რა საქმე მქონდა რო გამეკეთებონა,თან ვფიქრობდი ჩემს ცხვრებაზე,რანდენად უაზრო იყო ის და შემეძლო კი ცოტათი მაინც გამეხადა აზრიანი...აღარ მინდოდა აქ ყოფნა მობეზრებული ვიყავი ყველაფერს,მაგრამ სანამ დედაჩემი არ მოისურვებდა სახლში დაბრუნებას აბა ჩემს აზრის ვინ გაითვალისწინებდა.მერვე დღეს ლაშამ დარეკა შეყვარებულთან ერთად მოვდივარო და ცოტა გამიხარდა,ნანა კარგი გოგო იყო და ძალიან მიყვარდა,არასდროს არ მაგრძმობიდნებდა რომ მასზე პატარა ვიყავი და ყოველთვის დიდივით მელაპარაკებოდა,ეს მსიამოვნებდა და მეც თბილად ვექცეოდი,აი რუსა კი ვერ იტანდა,ალბათ ეჭვიანობდა ლაშაზე,რომელსაც ნანას დანახვისას არც რუსა ახსოვდა და არც არავინ,მაგრამ ეს უფრო ბავშვური ბოღმა იყო რომელიც მალე გადაუვლიდა...მოკლედ მთელი დღე ველოდებოდი ლაშას და ნანას მითუმეტეს და ჩამოვიდნენ კიდეც...ვაი იმ ჩამოსვლას.....შემჭამა ლაშამ,ნერვებს მიშლიდა არსად არ მიშვებდა,მეცხრე დღე ოთახიდან არ გამიყია თავი,მაგრამ მეათე დღეს მაინც გავეპარე და ჩემ უკაცრიელ ნაპირს შევეფარე,ვიჯექი და ნერვები მეშლებოდა –მაგან როგორ უნდა დამიშალოს გარეთ გასვლა ,თავის თავს შეხედოს დეგენერტი....ამ ფირქში ვიყავი როცა ვიღაც წამადგა თავზე,მე მეგონა ლაშა იყო და გული გადამიცივდა,ახლა კი დამერხა მეთქი მაგრამ ნაცნობი სარკასტული ხმა გავიგონე:
–ვა ბავშვიი!–უკან მივიხედე.
–აუ ეს ღა მაკლდა,–ჩუმად ვთქვი და მგონი არ გაუგია გაიმეორე რა თქვიო.
–აქ რა გინდა?–მკითხა როცა მიხვდა რო არაფერს არ ვეუბნეოდი.
–რა შენი საქმეა?მინდა და აქ ვარ!
–დიდიხანია არ მინახიხარ!
–ძალიან შეწუხდი არა?
–იქნებ შევწუხდი კიდეც!
–უი უი უი!
–რა გოდება აგიტყდა?
–იქნებ ინებო და მარტო დამტოვო!
–რატო შენი ადგილია?
–დიახაც!
–ტატოსავით მოგდის,–გაეცინა,–მასე არ გაგიცნო ტატომ,სკამიდან გაგდებდა!
–შენ საიდან იცი?
–......
–შენ საიდან იცი–მეთქი?!–ხმას ავუწუე.
–ტატომ მითხრა,საიდან მეცოდინება.
–ხშირად ვარ თქვენი განხილვის თემა?
–თან ძალიან!–როგორი სასაცილოა ჰიჰიიჰი!იდიოტი,ვეტ ვიტან ასეთ იდიოტ ბიჭებს.ისეთი სახით შევხედე სიცილს მორჩა,–ჩვენთან რატო არ დადიხარ?
–შენ არ თქვი არ მსიამოვნებს რო გხედავო?–აუღელვებლად ვუხარი.
–მე მეგონა ჯიუტი იყავი.
–.......
–მართლა როგორი ჯიუტი და ნაგლი ხარ!
–გინდა სიმართლე გითხრა?
–გელოდები.
–შენ იდიოტი ხარ!
–რაა?–გაბრაზება დაეტყო,–მგონი რაღაც მომესმა.
–არა არ მოგესმა! ი დ ი ოტ ი ხ ა რ!–დავუმარცვლე და გამოკვეთილად ვუთხარი.რაღაც დაემართა,თვალები სიბრაზისგან აენთო,ცოტა არ იყოს შევშინდი და შევშფოთდი ფეხზე ავდექი და უკან დავიხიე,ხარივით ცოფებს ყრიდა და რაღაცას ბიტბუტებდა,მერე გამომეკიდა,მივრბოდი რაც ძალი და ღონე მქონდა,მაგრამ დამეწია,მხარზე მომიგდო,სწორედ ისე,როგორც მაშინ თავისი გიტარა ქონდა მოკიდებული,წყლისკენ გაიქცა და
–ტყლაპ!–ზღართანი მოვადინე წყალში.ვერ მოვიაზრე რა ხდებოდა,მაგრამ ამას აშკარად გაუხარდა და სიცილით კვდებოდა,ბრაზიც გადავლილი ქონდა,შევყურებდი როგორ დამცინოდა და ისეთი გაოგნებული ვიყავი არაფრის გაკეთება არ შემეძლო,ვუყურებდი და.... ,,რა სიმპათიურია!’’–რა დროს ეს იყო?!გაფიქრებისთანავე გავაბათილე ჩემი ნაფიქრალი და ჩემ თავზე გავბრაზდი..წამოვდექი და ზღვიდან გამოვედი.ცივი დღე იყო და წყალს მოვშორდი თუ არა მაშინვე დამბურძგლა,ამაკანკალა,ისე შემცივდა კბილს კბილზე ვცემდი.
–რა გჭირს?–დამინახა თუ არა შეშფოთდა.
–......–ხმა არ გავეცი,ძალიან გაბრაზებული ვიყავი.
–გათხოვო?–ჟაკეტი გაიხადა.ისევ არაფერი არ მითქვამს,არადა როგორ მინდოდა ახლა ის ჟაკეტი..
მიხვდა რო გავუბრაზდი,მოვიდა და ჟაკეტი მომასხა:
–ჩაიცვი არ გაცივდე,ძალიან ცივა.
–წყალში სანამ ჩამაგდებდი არ ციოდა?
–არ თქვა რო არ მოგეწონა ჩემს ზურგზე.–გაიკრიჭა.
–არა!–ვთქვი გაბუსხულმა და ჟაკეტში ხელები გავუყარე,მაშნვე გავთბი.
–კიდე გცივა?
–არა!
–სახლში მიდიხარ?
–არა!
–რა არა არა არა!სხვა სიტყვა არ იცი?
–შენ ხო გაღიზიანებ?გამანებე რა თავი!
–წამოდი ლუდზე დაგპატიჟებ ხო გიყვარს.
–არ მინდა.
–მაშინ ერთად ვისადილოთ.
–არა!
–წამო წამო.
–არ მშიია!
–როგორ არ გშია გიზმუის მუცელი.–ისეც სიცილი აუტყდა.
–არ მშია თქო ვაა!
–წაააამოოოოდიიი!
–გამანებე თავი ვაა!
-ნუ ხარ ასეთი აგრესიული!
–შენ დაიწყე ისე რო იცოდე!
–მეე??? დეგენერატი ხარო და რაღაცები და...
–მე დღევანდელზე არ მითქვამს.
–მაშინ ზედმეტი მომივიდა
–არ გადამრიო მართლა?დეგენერატი გეწყინა როცა იმნდენ ხალში ბოლომდე დამამცირე.
–არც მიცდია,უბრალოდ..
–რა უბრალოდ?გაღიზიანებ?ხოდა ვსო,არ მინდა შენისთანებთან ლაპარაკი.
–მინდა რო შეცდომა გამოვასწორო..გთხოვ სულ თავიდან დავიწყოთ ურთიერთობა!ვითომ ის დღე არ ყოფილა.
–შენი აზრით შეძლებ გამოსწორებას?
–შანსი მომეცი,მარტო ამ ერთხელ.ყველას კი არ ვთხოვ პატიებას.–თბილად გამიცინა და მეც რატომღაც დავთანხმდი.უფასო სადილი მშვენიერი პერსპექტივა იყო ჩემი მშიერი კუჭისთვის რომელის საცირცხვილოდ ბუყბიყებდა...
რომელიღაც კაფეში შევედით,ხაჭაპურები და კოლები შევუკვეთეთ და დესერტად ნაყინი.ვჭამდი და ვჭამდი უსირცვილოთ,ის მიყურებდა და დამცინოდა:
–არ მშივა !არ მშივა!– იმეორებდა ჩემ ნათქვამს,მეც მეცინებოდა.. მოკლედ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ,ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა და ეს ჩვენი უჟმური,ნაგლი ცოტნე ისეთი სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა მეთვითონ გამიკვირდა და დავეჭვდი ის ყველაფერი რაც იმდღეს მელაპარაკა ჩემი ფანტაზია ხო არ იყო ან ხო არ დამესიზმრა –თქო.
მთელი დღე ცოტნესთან ერთად გავატარე და კარგადაც გავერთე,რაზე აღარ ვილაპარაკეთ,უამრავი ვიცინეთ,ვიმხიარულეთ,ვიცეკვეთ,ვირბინეთ და ბოლოს 10 საათზე სანამ ლაშა ძებნას დამიწყებდა დავემშვიდობე და სასტუმროში წავედი.შხაპი მივიღე დავწექი და მაშინვე დამეძინა.

დილაზე ლაშა შემომივარდა ოთახში მთელი დღე სად ეგდეო.
–რა შენი საქმეა ნეტა?!
–კიდე რა ჩემი საქმეა?თვალი ვერსად მოგკარი,სად ჯანდაბაში დაეთრეოდი და ვისთან ერთად წანწალებდი?მეტყვი ყველაფერს თუ მე თვითონ გავარკვიო?
–დადექი და არკვიე,მამას არ ვაბარებ ანგარიშებს და ეგღა მაკლია შენ გაბარებდე.პატარა აღარ ვარ და ჩემ თავს მე თვითონ მოვუვლი ასე რო ძალიან გთხოვ დამიმშვიდდი!
–შეპასუხებაში არავინ შეგედრება,დედას ვეტვი იცოდე!
–მემუქრები?რას ეტყვი მთელი დღე ოთახში მყავდა გამოკეტილი და მეორე დღეს მეგობრებთან ერთად პლაჟზე იყოო??რას გეტყვის შენი აზრით?მოეწონება დასასვენებლად ჩამოსულ დას მოსვენებას რომ არ აძლვევ?არა ჩემო კარგო არააა!–ლაშა გაჩუმდა და აღარაფერს აღარ იძახდა..მოსვენება დაკარგა,მიხვდა არ იქცეოდა სწორად და ამიტომ გაჩუმება არჩია,ვერ იტანდა მტყუანი რო იყო და ყოველთვის ცდილობდა თავისი ნათქვამი გამოესწორებინა,ამჯერად დანებდა და მეც გამიხარდა და განვაგრძე,–შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის ვიქნები,ასე აჯობებს,თუ ძალიან გინდა კარგ ძამიკოდ გამოჩნდე თავი გამანებე,მივედი ლოყაზე ვაკოცე და ოთახიდან გავედი.,,აუჰ მაგარი ბიჭი!რა კრეტინია,ჩემი ძმა მაინც არ იყოს,მომაბეზრა თავი,აღარ შემიძლია..’’ამ ფიქრებში ვიყავი როცა ტატო მომესალმა.
–ჰეი ბრუტუნა!–დამიძახა და ჩემთან მოირბინა,–როგორ ხარ?რამდენი ხანია არ მინახავხარ,სად დაიკარგე?
–ხო,რავიცი,აღარ მოვსულვარ.შენ როგორ ხარ?
–მშვენივრად...ისა ხო,–დაიწყო თავის ფხანვა თითქოს დაიბნაო,–შეეენი ნომერი მინდა,ჩამაწერინებ?
–და რათ გინდა ჩემი ნომერი თუ საიდუმლო არ არის?!
–მმმმმ...ისა...ხოო....ააა..ხოოო....ცოტნემ მთხოვა გამოართვიო,შენ ნახავო და მე ვერო,ნომერს რო გავიგებ მერე მეც ვნახავო,მოკლედ ცოტნეს უნდა რაა..!
–მაგას რაღად უნდა?შენ რო გდომოდა კიდე არ გამიკვირდებოდა...–დავიბენი მაგრამ მაინც გამეცინა..
–ხო გითხარი ნომერს რო გავიგებ ვნახავო...გუშინ უნახავხარ და... აუ მომე რა გთხოვ,გაგიჟდება რო არ ჩავაწერინო..–დაიჭყანა,–და ეგ რო გაგიჟდება მორჩა!
–მომეცი ტელეფონი და ჩაგიწერ.–დაგავწყვიტე ცოტა ფიქრის შედეგ,ტელეფონი გამოვართვი და ჩავუწერე.,,რაც არის არის,მერე რა,მშვენიერი დრო გავატარე ცოტნესთან ერთად,კარგი იქნება კიდე შევხვდეთ.’’–გავიფიქრე,ტატოს გამოვეცალე და პლაჟზე წავედი.დიდი დრო არ იყო გასული ტელეფონზე დაფარული ნომრიდან დამირეკეს,მაშინვე მივხდი ცოტნე იქნებოდა და ვუპასუხე.
–ხო ცოტნე!
–ისა,კატო,ხო რა მინდოდა მეთქვა..–ცოტა დაბნევა დაეტყო ხმაში,–მოდი დღესაც შევხვდეთ!
–რავი გაღიზიანებდი და...
–ხო მოგიხადე ბოდიში?ისევ იმ კაფეში მოდი ცოტახანში და რამე დავლიოთ..
–კაი!
–ანუ მოხვალ?
–ხო!
–არ გადამაგდო იცოდე.
–მოვალ_მეთქი ხო გითხარი?
–როდის?
–მალე.
–მე უკვე იქ ვარ.
–კაი მოვდივარ!
–მართლა?
–ხოო!გათიშე.
–არა!
–რა არა?
–არ გავთიშავ..
–რატო?
–არ გავთიშავ და მორჩა!
–მაშინ მე გავთიშავ.
–არ გათიშო!
–კაი,როგორც გინდა...–ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე ისე რო არ გამითიშავს და კაფეში წავედი. მი ვუახლოვდი თუ არა კაფეს,კარები გაიღო და იქიდან ცოტნე გამოიშტა,აუჰაა!რა საყვარელია...მმმმმ/...! ხელი დამიქნია და გაიკრიჭა.მოვუახლოვდი თუ არა გამიღიმა,დაიხარა და ლოყაზე მაკოცა:
–როგორ ხარ?
–კარგად შენ?
–წამოდი შიგნით შევიდეთ.–გავყევი,ისევ იქ დავჯექით სადაც წინა დღეს ვიჯექით,ფანჯარასთან,აი თურმე რატო გამოვიდა სანამ მე კაფეს მივუახლოვდებოდი,აქედან მშვენივრად ჩანს გზა...–იმედია მშიერი ხარ,სრული მენიუ შევუკვეთე,დღეს არაფერი არ მიჭამია.
–რო გითხრა რათქო მაინც არ დამიჯერებ,ასე რო მეც ისეთი მშიერი ვარ ვკვდები..
–არაფერს არ ჭამ?–მკითხა სერიოზულად რაზეც გულიანად გამეცინა.
–არა მე არ ვჭამ არაფერს!
–რატომ?
–არ ვიცი..ალბათ სასტუმროში რო ვარ მადა არ მაქვს,თან მარტო ჭამა არ მიყვარს.
–აბა დედასთან ერთად არის ჩამოსულიო?
–ხო მარა მას თუ არ გაახსენდა არ მოშივდება,მე ჩემთვის ვარ და ისთავისთვის..
–ცუდი ურთიერთობა გაქვს დედასთან?
–რო ვთქვა რომ დიდად ვმეგობრობთ,მოგატყუებ...როცა ვჭირდები ვახსსოვარ..
–ნუ ამბობ მასე,ცოდვაა.
–ხო რავიცი.–მხრები ავიჩეჩე.
–დღეს კოცონთან მოხვალ?
–არ ვიცი ვნახოთ..
–მოდი გთხოვ!
–ვნახოთ–მეთქი,შეიძლება ვერ გამოვიდე სახლიდან.
–აააა,ხოო...
–დიდი მადლობა!
–რისთვის?!–თბილად გაიცინა.
–ყველაფრისთვის...–მხრები ავიჩეჩე.
–წამო გავისეირნოთ.
–კარგი..–ავდექით და კაფედან გამოვედით.
პლკაჟზე ვისეირნეთ და მერე იქ წავედით ,,უკაცრიელ კუნძულაზე’’.მარტო ჩვენ ვიყავით,ვიჯექით და ვსაუბრობით ათას რამეზე,ასეთ სწავლულ ბიჭთან არასდროს არ მილაპარაკია.ყველაფერში ერთი გემოვნება გვქონდა,ყველაფერს ერთი თვალით ვუყურებდით და ყველაფერზე ერთნაირად ვმსჯელობდით.მოსაღამოვდა..
–მგონი ჩემი სახლში წასვლის დროა.
–ასე მალე?
–რაღა მალე 9საათია შენთან ერთად ვარ.–გამეცინა.
–ბარემ დაამრგვალე და ათი იყავი.
–არა მომკლავენ.
–თუ ასეთი საჩქაროა კარგი–წადი,მაგრამ გაგაცილებ,თან ტატოს შევუვლი და თუ მოგინდება აუზზე ჩამოდი.
–კარგი,ვნახოთ.
სასტუმრომდე უხმოდ მოვედით,კიბეებზე ავდიოდი რო მომაძახა:
–იცოდე გელოდები.
არაფერი მითქვამს,კიბეებზე ავირბინე,ოთახში შევედი,შხაპი მივიღე და ის ის იყო დავწექი ლაშა შემომივარდა.. ,,აი სად დამერხა,ალბათ დამინახა რომ მომაცილეს–მეთქი მაგრამ გადავრჩი,ბედი აშკარად ჩემ მხარეს იყო.
–ადექი,საცურაო კოსტუმი ჩაიცვი და აუზზე გელოდები,მალე ქენი არ დააგვიანო,10წუთში იქ იყავი.–მითხრა და გავიდა.გადავრჩი,დღეს ბედი ჩემ მარეს არის–,გავიფიქრე.ძალიან კი მეზარებოდა მარგამ ბიკინი ჩავიცვი და აუზთან ჩავედი..აუჰაა,რამდენი ხალხია..რა უბედურებაა...კლუბური მუსიკა ჩართული და ცეკვები,მთავარია მარტო თინეიჯერები იყვნენ.ლაშამ დამინახა და ხელი დამიქნია,მივედი თუ არა ხელი გადამხვია,აშკარად მთვრალი იყო,ასე არასდროს არ უქნია და ახლა რა ეტაკა?! გამახსენდა რო ცოტნეც აქ უნდა ყოფილიყო და თვალებით დავუწყე ძებნა,დავინახე კიდევაც,აუზის მეორე მხარეს მარტო იჯდა და სავარაუდოდ მე მელოდებოდა,მერე ადგა და ჩემკენ წამოვიდა,მაგრამ არ შევუმჩნევივარ,ახლოს იყო რო დამინახა,ისეთი თვალებით შემომხედა გამიკვირდა,საშინლად ნაწყენი,იმედგაცრუებული ჩანდა...გვერძე ისე ჩამიარა არც შემოუხედავს.რატომღაც ძალიან მეწყინა,ხალხში სულ მაინგნორირებს,ნეტა რატო?ახლა რაღა მოხდა?ლაშასგან თავი გავითავისუფლე და ოთახში ავვარდი.შხაპი მივიღე,წამოვწექი და ცოტნეზე დავიწყე ფიქრი:
,,კარგი ბიჭია,მაგრამ, რაღაც ხუშტურები აქვვს,ასე რატო მექცევა?მთელი დღე ერთად ვიყავით და მერე ისე დამაიგნორა თითქოს არც იცოდეს ჩემი არსებობა...’’დაღლილი ვიყავი და მალე ჩამეძინა.
დილაზე ნანამ გამაღვიძა:
–მალე ადექი და მოემზადე,აკაკიმ დღეს ჩამოდითო.
–რატო რა უნდა?
–ანტალიაში მივდივართო.
–ოხ მამაჩემო რა ანტალია აგიტყდა..–გული დამწყდა რომ წარმოვიდგინე ცოტნეს ვეღარ ვნახავდი,რატომ ვერ ვხდებოდი,მაგრამ გულიმ ჩამეწვა და ამას ნანა ადვილად მიხვდა:
–ვიღაც გაიცანი ხო?–მკითხა ჩამჭრელად.დავიბენი ვერ მოვიფიქრე რა მეპასუხა,–ნუ გეშინია შენ ძმას არაფერს ვეტყვი!
–ერთი გავიცანი,მაგასაც თუ გაცნობა ქვია..გვარიც კი არ ვიცი,მარტო სახელი და წლოვანება..ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცი,დავურეკავდი და იმას მაინც ვეტყოდი მივდივარ–მეთქი,მაგრამ რა აზრი აქვს..
–რატომ?
–გუშინ მთელი დღე მასთან ვიყავი და ღამე ისე ჩამიარა გვერძე არც კი შემოუხედავს,არადა შორიდან დამინახა...არ ვიცი რა დაემართა..ამიტო ვფიქრობ არ აქვს აზრი.
–რამდენი ხანია იცნობ?
–მეოთხე დღეა..თავდაპირევალდ მაგისი ძმაკაცი გავიცანი,ტატო..რაღაცნაირი ტიპია,თბილისში შემხვდა და სკამიდან მაგდებდა,აქაც შეზლონგიდან მაგდებდა,კარგი ბიჭია,მითხრა თუ არავის არ იცნობ მე გაგაცნობ ბავშვებსო და გამაცნო კიდეც..ცოტნემ ჩემი ასაკი რო გაიგო ისეთები მითხრა 1კვირა არ გავკარებულვარ მაგათ,მერე პლაჟზე ვნახე,ნერვები ამიშალა და შემოსარიგებლად კაფეში დამპატიჟა,მეორე დღეს ტატოს სთხოვა ჩემი ნომრის გაგება,დამირეკა და 9საათამდე ერთად ვიყავით,ღამეც აქ იყო სასტუმროს ფართიზე და არ ვიცი რა მოუვიდა მაშინ..
–4დღე არც ისე დიდი დროა ადამიანის გასაცნობად,ასე რო დიდანს არვ იფიქრო იმაზე,ცოტნე ქვია ხო?მოგწონს აშკარად გეტყობა,მაგრამ მალე გადაგივლის.
–მართალია,ასე მალე სიყვარული არ მოდის..აი თქვენ–შენ და ლაშან,რამდენიხანია ერთმანეთს იცნობთ,ბავშვობიდან გიყვართ ერთმანეთი და ახლა ვეღარაფერი ვეღარ დაგაშორებთ,ვერც დრო,ვერც მანძილი...ჩემ სიყვარულს რა აზრი აქვს,მოწონებას მითუმეტეს ტიპი არაფრად არ მაგდებს!–კიდევ ერთხელ ჩამწყდა გული და ნანას მოვეხვიე.
–კარგი ჩემო გოგო,შენ არც ისე პატარა ხარ ვერ აფასებდე ადამიანებს და ურთიერთობებს,ასე რო დამშვიდდი,ცოტნე გააგდე შენი გონებიდან,ჩაალაგე ბარგი და წავიდეთ ანტალიაში,იქ უკეთესად გაერთობი.
ნანამ დამამშვიდა,მაგრამ მეთვითონ არ ვიცოდი რატო მჭირდებოდა ეს დამშვიდება..ან სართოდ რატო მწყვეტდა გულს ცოტნეს გულცივი დამოკიდებულება ჩემს მიმართ,არადა ერთად ვშვენივრდ ვატატრებდიით დროს,შეიძლება მას ჩემთან გატარებული ყოველწი წამი დროის ფუჭ ხარჯვას წარმოადგენდა,მაგრამ მე რატომღაც მსიამოვნებდა...თუმცა აღარ ქონდა აზრი,ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა სულ რაღაც ნახევარ საათში,ვინ იცის მე აქ როდის ჩამოვიდოდი,ან თუ ჩამოვიდოდი ვნახავდი კი ცოტნეს?უაზრო საგნებზე ფიქრს შევეშვი,ტანსაცმელი ჩავალაგე,მოვწესრიგდი და დედას ოთახში გავედი.

ზაფხული თვალისდახამხამებაში გავიდა...
მართალია ანტალიაში სასტუმროც უკეთესი იყო,უფრო მეტი გასართობი,უფრო მეტი ჩემი ტოლი მაგრამ რატომღაც საერთოდ ვერ გავერთე.10დღე ვიყავით ანტალიაშიც და ეს ათი დღე ლაშას და ნანას არ მოვშორებივარ,ბოლოს ასე მეგონა თავი მოვაბეზრე..ყველაზე კარგი ის არის რომ ლაშამ ცოლობა სთოვა,ამ ფაქტით ისეთი აღფრთოვანებულნი ვიყავით ყველა,მარტო ეს გვიხაროდა...ამ 10 დღეში იმაზე კარგად გავიცანი ჩემი ძამიკო ვიდრე ჩემი სიცოცხლის 16 წელიწადში,მივხვდი რომ ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდა და არც ისეთი კრეტინია როგორც მე მეგონა.
ყველაფერი თავის რიგზე დადგა..დამთავრდა არდადეგები და ისევ სკოლას მივაშურე.მეთერთმეტე კლასი–ეს საოცრება მეგონა,მაგრამ არც ისე კარგი ყოფილა.სკოლაში შესული არ ვიყავი ჩემი კლასის სწერვა გოგოებმა შემნიშნეს და ჩემთან ,,მოკუნკულდნენ’’.
–ოხ კატო,როგორი ზაგარი გაქვს,შენი სახლის სახურავზე მიიღე?–მკითხა ერთმა დამცინავად,თუმცა ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და მშვენიერი პასუხი გავეცი.
–ზაგარი არა ჩემი ძვირფასი,რუჯი..და სანამ შენ ვაკის პარკში სეინობდი და თბილისის სიცხეში იხრჩობოდი მე მთელი თურქეთის კურორტები შემოვიარე.–არ მომიტყუებია,10 დღე ანტალიაში ვიყავით და მერე მამაჩემმა აიტეხა თურქეთი უნდა დაგათვალიერებინოთო,მართალია ყველა ქალაქი არ გვინახავს,მაგრამ სამაგიეროდ თურქეთის შავიზღვისპირა ყველა კურორტზე დავრჩით თითო დღე..
ამ უკანასკნელმა ისეთი თვალებით შემომხედა მივხვდი უნდა აფეთქებულიყო და გამოვეცალე.კლასში შევედი და ახლა სხვა კლასელი გოგოები დამეხვივნენ.
–კატო იცი ჩვენ ახალი მოსწავლე გვყავს,თანაც ბიჭი!
–ასე თქვეს ძალიან სიმპატიურიაო.
–ხო,ამბობენ ძალიან მაგარი ბიჭიაო,სკოლაში არავინ შეედრებაო,ყველაზე კარგიაო!
–მე რა ვქნა მერე?–ვუთხარი ისე რო მიხვდნენ თავიდან გვიშორებსო.კლასის ბოლოში წავედი,ჩანთა მერხზე დავაგდე და დავჯექი..ზარიც დაირეკა,კლასი შეივსო,როგორც ყოველთვის ჩემ გვერდით დაჯდომა არავინ ისურვა,ძალიანაც გამიხარდა,ჩემთვის ვიჯდებოდი,არავინ შემაწუხებდა,ერთადერთი ვარ კლასში ვინსაც გვერდით არავინ უზის...მასწავლებელიც შემოვიდა,პირველი გაკვეთილი რუსული,აი ეს მესმის...! კითხვების დასმას აპირებდა,მაგრამ ვინ აცალა,კლასის კარები გაიღო და ახალი მოსწავლე შემოვიდა:მაღალი,შავგვრემანი,ნაცრისფერი თვალებით,პატარა ცხვირით,რაც ჩვენ კლასში საერთოდ იშვიათობა იყო და ჩემი და ერთი გოგოს გარდა არავის არა აქვს,მართლაც რომ ძალიან სიმპათიური იყო,შეიძლება ითქვას ერთერთი უსიმპათიურესი,იმ ბიჭებს შორის ვინც კი ოდესმე მინახავს.
–გამარჯობათ,მე ახალი მოსწავე ვარ,იოანე ყიფიანი,თქვენთვის უბრალოდ იო.–გოგოები ისეთები იყურებდნენ თვალებით ჭამდნენ,მათ მაგივრად მე შემრცხვა,თავდაპირველად რო შემოვიდა მეც ვუყურებდი ასე 5–6წამი,ავათვალიერე ინტერესეით როგორც ახალი კლასელი,მერე თავი მერხზე დავდე და დაძინება ვცადე სანამ მასწავლებელი,მოსწავლეები და იო რაღაცებზე ლაპარაკობნენ,ის ის იყო ჩამეძინებოდა მერხზე ჩანთა დააბერტყეს რაც ძალიან არ მესიამოვნა.
–ეი ძილისგუდა,თუ შეიძლება შენს გვერდით დავჯდები.
–არ შეიძლება,მაგრამ ზრდილობა არ მაძლევს ნებას ახალი მოსწავლე ფეხზე დავაყენო 6გაკვეთილი.–თავი არც ამიწევია ისე ვუთხარი.
–როგორი სათნო ბრძანდებით თურმე.–მითხრა და დაჯდა,–სახელს არ მეტყვით ზრდილობიანო მადამ?
–ძალიან გაინტერესებს?
–ვკვდები ინტერესით.
–მამიკოს გოგო.
–რაა?–ჩუმად გაიცინა.
–ხო ასე მქვია.
–სერიოზულად?
–არა სერიოზულად კატო მქვია,და კლასელები მამიკოს გოგოს მეძახიან.
–ვითომ რატომ?
–ბევრი ფული მაქვს.
–ოჰო!ანუ მე მამიკოს ბიჭი ვარ?
–არა შენ დედიკოს ბიჭი!
–იუმორი გაქვს!
–შენც.
–იმედია გავუგებთ.
–ხო თუ ამათმა არ ამკუწეს და დამწევს.
–ვითომ ეგ რატო უნდა ქნან?
–ვერ დაინახე როგორები გიყურებდნენ?
–მე ყვლა მასე მიყურებს.
–ჩემ გარდა.
–გამიკვირდა ხო იცი.
–რა გაგიკვირდა?
–ჩემთვის ნორმალურად არც კი შემოგიხედავს.
–უნდა შემომეხედა?
–არ ვიცი.
–სინდისი და სირცხვილის გრძნობა არ დამიკარგავს ჯერ.–კიდე გაიცინა და მეც გამეცინა.მართლა როგორი სიმპატიური იყო და როგორი დარწმუნებული თავის თავში.მერე რაღაც თქვა და გაიკრიჭა–ვაიმე!გული ლამის შემიწუხდა,აღარც სირცხვილი გამხსენებია და არც ნამუსი.შევაცივდი,ვერ ვინძრეოდი,დროის შეგრძნება დავკარგე,თვალსაც კი ვერ ვახამხამებდი.
–აბა სირხცვილის გრძნობა არ დამიკარგავსო?–მითხრა სიცილით.
–ცც...ოოო..ტ..ნეე?–გამახსენდა ის ვინც ორ დღეში წამართვა გული და წარსულს ჩააბარა ყველა კარგი მოგონება.
–ცოტნე?იცნობ მას?
–განა ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ?–ვკითხე გაკვირვებით.
–თუ მიმამსგავსე ბიჭს რომელიც არის მაღალი,შავგვრემანი და მწვანე თვალება,ამასთან ქვია ცოტნე და ჩემნაირად იღრიჭება ნამდვილად ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ.
ახლა დავიბენი.,,საიდან იცნობს ცოტნეს?ღმერთო,მადლობა რომ ცოტნესთან რაღაც დამაკავშირებელი გაჩნდა..’’–გავიფიქრე.
–ანუ ცოტნეს იცნობ?–ვკითხე.
–მე კი არა შენ საიდან იცნობ ცოტნეს?
–ზღვაზე გავიცანი.შეენ?
–ჩემი ძმაა.
–რა თქვი?–აი კიდე ერთი სასწაული..ძმა..
–ხო,მარტო სიცილის დროს ვგავართ ერთმანეთს.
–გული გამისკდა რო გაიცინე.
–მე კიდე მეგონა სირცხვილის გრძნობა დაკარგა–მეთქი.–ისევ გაიკრიჭა.
–ახლა სად არის?
–ცოტნეზე მეკითხები?
–ხოო.
–ცოტნე ლონდონში წავიდა გუშინ.
–იქ რა უნდა?
–გულის გადასაყოლებლად.
–გულის გადასაყოლებლად?
–ხო,მგონი შეყვარებულია ჩემი ძამიკო.–დასცინა.მე კიდე კიდე ჩამწყდა გული,სწორედ ისე როგორც მაშინ,ბათუმიდან რო მოვდიოდი და ვიცოდი მას ვეღაც ვნახავდი.,,მიყვარს?–ვკითხე ჩემ თავს,–შეუძლებელია,2დღეში…მაშინ რატომ მახსოვს ის მე?რატომ ვფიქრობ მასე გამუდმებით?’’
–კატიოშკა,რა დაგემართა?–მკითხა იომ.
–არაფერი,არაფერი.
6გაკვეთილი იოსთან ლაპარაკში და ცოტნეზე ფიქრში გავატარე,როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან და მასთან როგორ მაახლოებდა ის ცოტნესთან,მსიამოვნებდა მასთან ყოფნა იმდენად,რამდენადაც ის ძმა იყო მისი.
–სახლში ფეხით მიდიხარ?–მკითხა გაკვეთილების შემდეგ.
–კი.
–მაშინ გაგაცილებ,–ამ დროს ჩემმა ძმამ დარეკა სკოლაში მოგაკითხავო,მაგრამ ვუთხარი მაცილებენ–მეთქი და არაფერი არ უთვამს.
კლასიდან ერთად გამოვედით მე და ყიფო და კლასელმა გოგოებმა ისე შემომხედეს გული გადამიცივდა.
–აუხ ახლა ნახე ჭორები და ხმები,–ვუთხარი იოს და მან კი ამის პასუხად ხელი გადამხვია,ამაზე საერთოდ აილეწნენ.
–ნუ მიაქცევ ყურადღებას,მოსწყინდებათ და შეგეშვებიან.
ამ დროს ,,სწერვა’’ სასტავში შემავალმა,ჩემმა მეზობელმა გოგომ მოირბინა ჩვენთან და ,,საყვარლად’’ შემომთავაზა სახლში ერთად წასვლა.
–სახლში არ მიდის,–მოუჭრა ყიფომ.
–მართლა?
–ხო ჩემთან მიმყავს,ოჯახ სუნდა გავაცნო,–თქვა სრული სერიოზულობით და პირდაღეული დატოვა ის გოგო.ცოტა რო,მოვშორდით ისეთი სიცილი აგვიტდა ვიკეცებოდით,ხალხს გიჟები ვეგონეთ ალბათ,სახლამდე მიმაცილა და რაც ყველაზე სასიამოვნო აღმჩნდა ჩემი სახლის მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები აღმოჩნდა.ნომრის ჩაწერა მთხოვა და დამპირდა დაგირეკავ და საღამოს გავისეირნოთო,სიამოვნებით დავთანხმდი და ეზოში შევედი.
,,ცოტნეს ძმა..იმედი მომეცა ცოტნეს ახლო მომავალში თუ არა ოდესმე მაინც ვიხილავდი და ძალიან გამიხარდა.რას წარმოვიდგენდი ახალი მოსწავლე მისი ძმა თუ აღმოჩნდებოდა...ბედის ირონიაა რასაც ქვია,ღმერთი ხედავს ადამიანს როგორ უნდა მეორე ადამიანის ნახვა და ყველაფერს აკეთებს ისინი ერთმანეთს შეახვედროს,მაგრამ თვითონ ადამიანები ვერ ხედავენ ღვთისგან ნაბოძებ შემთხვევებს,ან თვალებს იხვევენ რომ ვერაფერი დაინახონ.ასეა თუ ისეა ყველაფერი იქით მიგვაქანებს დაბრმავებულები საკუთარი ხელით მივექანებით უბედურებისკენ.’’
სამეცადინო არაფერი არ მქონდა და FB–ში შევედი,მეგობრობის მოთხოვნა იყო გამოგზავნილი–იო ყიფიანი,სხვა ვინ იქნებოდა,დავიმატე და მაშინვე მისი მეგობრების სია დავათვალიერე,ვიპოვე კიდეც ცოტნე ყიფიანო,მაგრამ მეგობრობის მოთხოვნა ვერ გავუგზავნე,მომერიდა,თან შემეშინდა..არ ვიცი რა დამემართა,ერთი არის რომ იმ მომენტში ყველაფერს გავაკეთებდი მისთვის მეგობრობის მოთხოვნის გაგზავნის გარდა.ნახა თუ არა ყიფომ დამიმატაო,მაშინვე მომწერა.
,,იო:ხო გამოხვალ?
კატო:კი გამოვალ.
იო:არ გადამაგდო იცოდე.
კატო:არც დაეჭვდე.
იო:მაშინ გელოდები,ჭამე და გავიდეთ.
კატო:კარგი.’’
FB გამოვრთე,ვჭამე და იომაც დარეჯა გამოდიო.ეზოდან რო გავედი იქვე სკამზე იჯდა მელოდებოდა.
–ოხ გამოჩნდა მზეთუნახავი!–გამიცინა და გადამკოცნა.
–მადლობა!
–ჰაჰაჰაა! და რისთვის მიხდი მადლობას?–გადაიხარხარა.. და აი ისევ თვალწინ დამიდგა ცოტნე წყალში რო ჩამაგდო და იცინოდა..
–იმისთვის რო ჩემთან ურთიერთობა მოინდომე,ალბათ ხვდები რო ბევრი მეგობარი არ მყავს..
–ხო, შევამჩნიე,მაგრამ სამადლობელია არაფერია,სინამდვილე რომ გითხრა ერთადერთი ნორმალური ხარ ვინც კი კლასში და საერთოდ ამ უბანში გავიცანი.
–შენ კი ცოტნეს ძმა ხარ,–წამომცდა უნებურად.
–ცოტნე,ცოტნე,ცოტნე..რა იყო ხო არ გიყვარს ცოტნე?
–ცოტნე მიყვარს?ორჯერ მყავს სულ ნანახი.
–მართლა?
–ხო.
–აბა მითუმეტეს სულ ცოტნეს ნუ გაიძახი.
–სად წავიდეთ?
–კაფეში..
–რა გვინდა კაფეში?
–მაშინ გავისეირნოთ.
–კარგი.
მთელი უბანი მოვისეირნეთ,რაც არ უნდა საკვირველი იყოს პირველსავე დღეს იომ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა,და მეც ძალიან მიხაროდა ბოლოსდაბოლოს ერთი ნორმალური მეგობარი ვიპოვე.
დღეებს კვირეები მოჰყვებოდა,კვირეებს თვეებვი და მე და იო იმდენად დავმეგობრდით ერთმანეთს აღარ ვცილდებოდით.ყველგან ერთად გვხედავდნენ,სულ ერთად დავდიოდით,სახლშიც კი მივდიოდით ერთმანეთთან,ერთი სიტყვით საუკეთესო მეგობრები გავხდით.ზამთრის არდადეგებზე მეგონა იოს ვეღარ ვნახავდი,თუმცა არც ის წასულა დასასვენებლად და არც მე,ახალ წელს მასთან შევხვდი,შობას მან გაათია ჩემთან.ბედობასაც ერთად ვიყავით,მოკლედ ერთმანეთი დავიბედეთ და ის რომ ჩვენი მეგობრობა სამუდამო იყო ყველას დავაჯერეთ.
ზამთარიც მხიარულებაში გავიდა.დადგა გაზაფხული.აპრილში იშიათად ვხედავდი იოს,მარტო სკოლაში,რაც ძალიან მაღიზიანებდა,აღარ მირეკავდა,არც მწერდა,FB-შიც კი აღარ შემოდიოდა,მაგრამ მე არაფერს ვეკითხებოდი,თუ რამე დასჭირდებოდა ვიცოდი თვითონ მოვიდოდა დახმარების სათხოვნელად,ანდაც სულაც ემოციებისგან დასაცლელად.მეგონა არ ეცალა,რადგან იმ ხანებში სწავლასაც მოუმატა და ვფიქრობდი ალბათ რეპეტიტორებთან დადის და გარეთ გამოსასვლელად და სასეირნოთ არ ცალია–მეთქი.ერთი თვე ის თავისთვის იყო და მე ჩემთვის და მასთან ყოფნას დაჩვეულს ძალიან გამოჭირდა ამ ერთი თვის გადაგორებს..დადგა ივნისი.გაღიზიანებული ვიყავი იოსთან გაწყვეტილი ურთიერთობით.ივნისის მეათე დღე ილეოდა ტელეფონზე უცხო ნომერმა დამირეკა,რა თქმა უნდა ვუპასუხე.
–ისა,კატო ყიფო ვარ.
–მშვიდობა შენს გამოჩენას!რა იყო ხდებოდა რამე?–ვთქვი წყენით.
–აააა... არა,ისეთი არაფერი,შენ არ გეხება.
–კარგი.
–გამოხვალ დღეს?–მართალია გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ იმდენად საწყკად მკითხა რომ ვერ გავიძელი,მომაწვა მთელი 2თვის მონატრება და ვუთხარი 15 წუთში ჩემი სახლის წინ იყავი–მეთქი.უცბათ მოვიწესრიგე თავი და გარეთ გავედი.
–მომენატრე იოანე!თან ძალიან!–ვუთხარი,მანაც არ აყოვნა და გულში ჩამიკრა.დიდხანს ვიყავით ჩახუტებულები,შევეცადე თავი გამეთავისუფლებინა,მაგრამ როცა მივხვვდი ჩახუტებით არსებობდა იმ წამს მოვდუნდი და მთელი გულით ჩავეხუტე.
–მეც ძალიან მენატრებოდი,უბრალოდ არ შემეძლო შენი ნახვა გესმის?
–მოხდა რამე?
–ცცოტნე..
–რა ცოტნე?
–არა არაფერი.
–მითხარი,უნდა ვიცოდე.
–არაფერი–მეთქი ხო გითხარი.ცოტნე გეტყვის მერე.
–ცოტნემ რა უნდა მითხრას ვერ ვხვდები,საერთოდ ახსოვს ჩემი არსებობა?
–ესეიგი ახსოვს რო გეუბნები.–მხრები ავიჩეჩე და ახლა მე ჩავეხუტე.
–იცოდე ასე მეორედ არ მომექცე.
–მაპატიე.
–ძალიან მენატრებოდი და ვდარდობდი რა დაემართა–მეთქი.მეოირედ ასე იზავ და არასდროს აღარ შეგირიგდები.
–კატოო...
–ხოუ.
–მმ...–ხმა აუკანკალდა.
–ამოღერღე ბოლოსდაბოლოს გასკდა გული.
–კატო მიყვარხარ!
–მეც მიყვარხარ!
–არა მე სხვანაირად მიყვარხარ...–ტუჩზე იკბინა.
–ნუ ხარ სულელი.
–მართალია სულელი ვარ,მე მეგონა..
–მაპატიე იო!მაპატიე თუ რაღაც იმედი მოგეცი,რადგან მეთვითონაც არ ვიცი რას ვგრძნობ შენს მიმართ,თუმცა რასაც ვგრძნობ ძალიან დიდი და ძლიერია,და ყველაფრის მიუხედავად ვერ გადავიტან შენ რო დაგკარგო,ბიჭი რომელსაც ასე შევეჩვიე,ასე შემიყვარდა..
–მე ვიცი ვინც გიყვარს..
–ვინც მიყვარს?მე არავინ არ მიყვარს..
–და ისიც ვიცი მე რატო დამიმეგობრდი...
–იმიტო დაგიმეგობრდი რომ მივხვდი შენ მჭირდებოდი.რა უცნაურად ლაპარაკობ?!
–მართალია გჭირდებოდი ცოტნესთან დასაკავშირებლად.–გავშეშდი,ადგილიდან ვერ ვინძრეოდი,ლაპარაკის უნარი დავკარგე.
–გულს მტკენი იოანე!თან ძალიან და ვერ ხვდები!–ცრელები წამომივიდა.
–განა ასე არ არის?
–გეყოფა ! გეყოფა!–სახლისკენ გავვარდი....
ორი თვის შემდეგ იმიტომ მნახა რომ ჩემთვის გული ეტკინა?ვერ გადმოვცემ ისე ცუდად ვიყავი,ყველაფერი მტკიოდა..იოანე... მას ისე შევჩვე ასე მეგონა მის გარეშე სიცოცხლე აღარ იარსებებდა…შევედი თუ არა სახლში,ოთახში ავვარდი,საწოლზე დავწექი და ტირილი დავიწყე:
,,არ არის იოანე მართალი, მე ის თავისი ხასიათის გულისთვის შემიყვარდა და არა იმიტომ რომ ცოტნეს ძმა იყო..ნეტა რა ხდება?რატომ ეჭვობს იოანე ამას?გაურკვევლად,აბდაუბდად ლაპარაკობდა.არ შემძლო შენი ნახვაო,ცოტნე გეტყვისო..ღმერთო,რა ხდება მიმახვედრე მაინც..’’–მეორედ ვტიროდი 11წლის განმავლობაში,ბოლოს 5წლისა ვიყავი და მაშინაც იმიტომ ვიტირე ერთადერთი ბაბუა გარდამეცვალა,რომელიც უზომოდ მიყვარდა და ახლა ისე ვტირი როგორც პატარა ბავშვი,რომელსაც შია და ლაპარაკის არცოდნის გამო დედას ვერაფერს აგებინებს.მოვთქვამდი რასაც ქვია,მთელი დღე და ღამე ვტიროდი,მეგონა ჩემი და ცოტნეს ურთიერთობას სამუდამოდ დაესვა დაღი,რაც გულს იმდენად მიკლავდა გაჩერება არ შემეძლო.ერთ რამეში გამიმართლა–მეორე დღეს შაბათი იყო და თან სახლში სულ მარტო ვრჩებოდი,ყველა ჩემიანი ნანას ოჯახის სანახავად წავიდა,მათ აგარაკზე და შაბათ–კვირა იქ რჩებოდნენ.
ღამე თვალი არ მომიხუჭავს–ვტიროდი და ვფირქობდი..მიკვირდა ცოტნეს კიდე საიდან ვახსოვარ–მეთქი,მაშინ ისე გაუჩინარდა ჩემი სხოვრებიდან არც ველოდი მის გამოჩენას..იოს სიტყვებში კი იყო რაღაც მართალი,მაგრამ მაინც შორს იყო სიმართლისგან–თავიდან მართლა ვიფიქრე ცოტნეს კიდევ ვიხილავდი მისი შემწეობით,მაგრამ რამდენიმე დღეში როცა ის გავიცანი,გავიგე როგორი იყო,მივხვდი რო ცოტნე სულაც არ მაინტერესებდა,აღარ მინდოდა მასთან რაიმე შეხება მქონოდა,ამ 10თვიდან,რაც მას ვიცნობდი ერთი დღე არ გამიტარებია მასზე არ მეფიქროს...რა მჭირდა ვერ ვხვდებოდი,ყველაფერი თავში ირეოდა,გული ისე მტკიოდა ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი,ვიცოდი ერთი რამ – იოანეს ჩახუტება ყველაფერს მერჩივნა...
მთელი ღამე ტირილში გავათენე...უკვე ნათელი იყო ამდენი ტკივილისაგან დატანჯულს ჩამეძინა.
2 საათი ხდებოდა მინის გატეხვის ხმამ რომ გამაღვიძა,ცოტა არ იყოს შემეშინდა,სახლში მარტო მე ვიყავი და გავიფიქრე ალბათ მომეჩვენა–მეთქი.მაგრამ ცოტახანში ფეხის ხმა გავიგონე,ჩემ ოთახს ვიღაცა მოუახლოვდა,ახლა კი ნამდვილად გავიჩერდა გული,სუნთქვა მეკვროდა,ოთახის კარი გაიღო და:
–კატოო,ჭიქა გავტეხე.
–გგისკდა გული!
–შეგეშინდა?
–დეგენერატი ხარ!
–მადლობა ასე თბილად რო დამხვდი.
–როგორ შემოხვედი?
–კარები ღია იყო.გეძახე,რომ არ მიპასუხე შემოვედი.
–სხვის სახლში დაუკითხაბად შესვლა რომ დანაშაულია,ამხელა ბიჭს მე უნდა გასწავლო?
–არ მოგენატრე?
–ნუ მიახლოვდები.
–კითხვა დაგისვი.
–შენი ძმა სად არის?
–.....
–შენი ძმა სად არის–მეთქი.
–სად იქნება,სახლში.
–შენ რა გინდა აქ?
–მომენატრე და ვნახავ–მეთქი.
–მე არ მინდოდა შენი ნახვა.
–განა ჩემ ძმას მაგიტომ არ დაუმეგრდი?
–რა ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე და რაც ყველაზე ცუდია იოანესად გადაადე ეგ შენი დამოკიდებულება.
–არ მჯერა რომ არ გენატრებოდი.
–მაშინ რატომ არ მოხვედი ჩემთან?
–....
–მიპასუხე,ჩემ მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
–ბიჭთან ერთად იყავი.
–ბიჭთან ერთად?
–...
–ჩემ ძმასთანაც მიკრძალავ ურთიერთობას?
–დამესიზმრებოდა შენი ძმა რომ იყო?
–ვინ მოგცა ჩემთან ასე ლაპარაკის უფლება?
–მე მართლა მომენატრე!
–არ მინდა ჩემსა და იოანეს შორის ჩადგე.
–გიყვარს?–ამ ერთმა სიტყვამ,დასმულმა კითხვად ძალიან დამაბნია.საწოლზე წამომჯდარი ცოტნეს თვალებში ვუყურებდი და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა,–ანუ გიყვრს!
–ხო შეიძლება მიყვარს,მერე შენ რა?
–არაფერი გამიხარდა!–ისე რეალურად მითხრა ეს სიტყვები,იმდენად დამაჯერებლად გავოგნდი.
–მე მეგონა შენ..
–ოხ არა არა ჩემო კარგო!–გაეცინა,–პატარებზე არ ვნადირობ,თანაც საცოლე მყავს..–ახლა კი ნამდვილად დავიბენი.
–აბა რა ჯანდაბა ხდება?
–რა უნდა ხდებოდეს?!
–ხო არ უნდა ხდებოდეს?8თვე გადაბმულები ვიყავით მე და შენი ძმა,ერთად ვათენებდით ერთად ვაღამებდით,დილაზე ერთმანეთს ვაღვიძებდით რომ სკოლაში თავის დროზე ერთად წავსულიყავით და ყველა გეგმას ვცვლიდით რომ იქიდანაც ერთად გამოვბრუნებულიყავით,ახალწელს და შობას ერთად შევხვდით,სულ ერთად ვიყავით,და ერთ დილას თვალი რომ გავახილე ისე შეიცვალა ყველაფერი,თითქოს არც არასდროსყოფილა ჩვენი მეგობრობა,სხვა მერხზე გადაჯდა რომ მის გვერდით არ ვყოფილიყავი.საერთოდ დამივიწყა,დამიკიდა.2თვე ისე ვიყავი ლამის გავგიჟდი,ასეთი ახლო ურთიერთობა გოგოსთანაც არ მქონია,ასეთი მეგობარი არასდროს არ მყოლია და ერთ დღეს ისე გაქრა,როგორც გაჩნდა,ყოველღამე იმის ფიქრში თენდებოდა რამე ხომ არ ვაწყენინე,მაგრამ თავში არაფერი არ მოდიოდა,არ ვიცოდი რა შეიძლება წყენოდა,მაგრამ თავსაც არ ვაბეზრებდი,არც ვურეკავდი არც ვწერდი,ვიცოდი დავჭირდებოდი და თვითონ მომიკითხავდა.ორი თვის შემდეგ ისე გამოჩნდა ვითომც არაფერი,ისე მელაპარაკა გული გამიხეთქა,მთელი ღამე ტირილში გავათენე და მეორე დღეს შენ გხედავ ჩემს სახლში,ჩემს ოთახში და არ ვიცი რა ვიფიქრო,ვის მოვთხოვო პასუხი..შენ კიდე ამბობ არაფერიარ ხდებაო.. მეღადავებით?თუ ასეა ნამდვილად არ გცოდნიათ ვის უნდა ეღადაოთ..
–იცი ჩემ სულელ ძმას,რომელსაც ტვნის ნატამალი არ უდევს თავში მართლა შეუყვარდი.
–ვიცი,მითხრა,მაგრამ შენ რა შუაში ხარ?
–მე ისე,მოგიკითხე და მინდოდა გამეფრთხილებინე იოანე ლონდონში მიდის,აზრს ვერაფერი შეაცვლევინებს..
–მიდის?როდის?
–ახლა უკვე აეროპორტშია,მისი რეისი–მაჯაზე საათს დახედა,–5წუთში გაფრინდება.
–რააა?არ ამდენი რომ მალაპარაკე არ უნდა გეთქვა?
–მინდოდა გამეგო გიყვარს თუ არა.
–არ იყო,მაგის დრო,ახლა ის უნდა გამექცეს..
–სწორედ ისე როგორც შენ გამექეცი მაშინ...
–ახლა რა ვქნა?
–მალე ჩამოვა...
–მალე....
 
მალე - იმაზე მეტხანს გაგრძელდა ვიდრე ვვარაუდობდი.სკოლა დამთავრდა და დაიწყო არდადეგები რომელსაც ისე მოუთმენლად ველოდით მე და იო,იმდენი გეგმა გვქონდა,ახლა კი...
ყველაზე ცუდი მონტრება იყო და იმ დღეების გახსენება რაც ერთად გავატარეთ,ის ისე მოულოდნელად გაუჩინარდა ჩემი ცხოვრებიდან როგორც გაჩნდა,მტკიოდა სული,მაგრამ რას ვიზავდი?ვიყავი ჩემთვის,სულ მარტო და ვიხსენებდი მასთან გატარებულ ყოველ წამს.
ამ დროის განმავლობაში ცოტნესაც დავუმეგობრდი და მის საცოლეს–მარისაც.მარი კარგი ადამიანი იყო,გაცნობის პირველსავე დღეს დავმეგობრდით.ახლა იმ იმედით ვცოცხლობდი რომ იოანე ოდესმე დამიბრუბდენოდა...ფსიქოლოგიურად ცოტნე და მარი მეხმარებოდნენ.
დედაჩემს ძალიან უკვირდა ჩემი ასეთი შეცვლა და უხაროდა კიდეც..ასევე ძალიან გაუკვირდა იოს გაუჩინარებაც,მაგრამ მისთვი არაფერი ამიხსნია.არდადეგებზე სოფელში წასვლას ვაპირებდი,მარტო ვიქნებოდი სახლში და ვიმედოვნებდი დავმშვიდდებოდი.ყველაფერი ისეთი აწეწილი იყო,ისე ბუნდოვნად ვხედადი ყველაფერს რომ ვერ წარმომედგინა რა უნდა გამეკეთებინა მომავალში.დღეს და ღამეს იოზე ფიქრში ვასწორებდი,მინდოდა ფაქტები ერთმანეთთან დამეკავშირებინდა მაგრამ არ გამომდიოდა და უარესად ვიწყენდი..საშინელება იყო იმის გაცნობიერებაც რომ შეიძლებოდა ის ვეღარასდროს მენახა;დრო ისე ნელა გადიოდა როგორც არასდროს.
სკოლა ახალი დამთავრებული იყო,იქნებოდა ასე ივლისის პირველი მეორე დღე როცა ცოტნე ჩემთან სახლში ამოვიდა და რაღაც სქელი ბლოკნოტი გადმომცა,ტყავის სქელი ყდით,რომელიც კოდით იღებოდა.
–ეს იოანესია,–მითხრა მან და ბლოკნოტი მომაწოდა.
–იოანესი?და რა არის?
–რამდენადაც მე ვიცი მისი დღიურია,წერა კითხვის შესწავლის დღიდან ავსებდა ამ რვეულის ფურცლებს,მითხრა მიეციო..
–დაგირეკა?–ცოტა არ იყოს მეწყინა.
–არა მე დავურეკე,მას არ აქვს უფლება დარეკოს და დაურეკონ,მე კი როგორც იმ კოლეჯის კუსრდამთავრებულს ამისი ნება მომცეს.
–ციხეა თუ კოლეჯი?–გავიბუსხე და თან დღიური შევათვალიერე,მერე ,,გასაღებს’’ რო მოვკარი თვალი ცოტნეს ვკითხე,–კომბინაცია იცი?
–შენ რა გგონია ჩემი ძმა ისე მენდობოდა ამის კოდი მოეცა?
–აბა მე რომელი გულთამხილავი ვარ რომ გამოვიცნო?!
–იომ მითხრა თვითონ მიხვდება რაც არის კოდიო.
–ჰმ.. იმედია.–ცოტნე დამემშვიდობა და წავიდა.ამის მერე იშვიათად ვნახულობდი ცოტნეს.
ივლისის შუა რიცხვებში სოფელში წავედი.სახლში მარტო ვიყავი,თუმცა ბიძაჩემი და მისი ოჯახი იმავე ეზოში,ცოტა მოშორებით სახლში იყვნენ ჩამოსულნი.გასართობი აქ არაფერი იყო გარდა აუარებელი წიგნებისა.სახლში ისე მოვეწყვე როგორც უცბათ მომეპრიანა.ავეჯი გადავაადგილე,ინტერიერი შევცვალე,ჩემს საძინებლად ყველაზე დიდი ოთახი ამოვირჩიე...მოკლედ ამ სახლის მეფეც მე ვიყავი და მსახურიც.ბედნიერებას მიანც ის მგვრიდა რომ სულ მარტო ვიყავი,ყველასგან მოშორებული და უაზრო კითხვებისგან დაშორებული.აქ,ამ სახლში,ჩემ გვერდით იოანე რომ ყოფილიყო მთლად ყველაზე ბედნიერი გოგო ვიქნებოდი დედამიწაზე.მოკლედ ჩემი დღის განრიგი ასეთი იყო:
,, ვარჯიში,
საუზმე(რომელიც რძიანი ხლოპიებით შედგებოდა),
გასეირნება ტყეში,
სადილი
კითხვა,
ძილი’’
და ასე ყოველ დღე...დღე არ გავიდოდა იოს დღიური არ დამეთვალიერებინა,ყველანაირი ცდისა და თავისმტვრევის მიუხედავად ვერაფრით ვერ მივხვდი როგორი ყოფილიყო კომბინაცია,რომელიც იოს ფიქრებამდე მიმიყვანდა,ყოველდღე 3–4საათს ვატარებდი ამ კოდზე ფიქრში,თუმცა არაფერი არ გამოდიოდა.
ერთ დილას თვალი რომ გავახილე იოანე მომენალდა.ისეთი რეალური იყო ცრემლები წამომივიდა როცა გავაცნობიერე რომ ოთახში არავინ არ იყო,მაშინვე ჩემი სამკაულების ყუთს ვეცი,თავი ავხადე და იოს ნაჩუქარი სამაჯური ამოვიღე,ძალიან მიყვარდა ეს სამაჯური,მისი წასვლის შემდგეგ ეს იყო ჩემი ნუგეში,ნუგეში იმსა რომ შესაძლებელი იყო მისი დაბრუნება.ხშირად მჩუქნიდა ხოლმე სამკაულებს,რამდენი ბეჭედი,ყელსაბამი და სამაჯური მაჩუქა,მაგრამ ეს,რომელიც ამივიღე ყველაზე ძალიან მიყვარდა,რადგან პირველი საჩუქარი იყო მისგან.დიდხანს ვატრიალე ხელში,მოგონებები აღმეძრა,ტვინში დატრიალდა და...,,ნუთუ ეს შესაძლებელია?არა,არა..’’ დღიური ავიღე,ჩამკეტი რვაჯერ გადავატრიალე და ბოქლომის ენამ დაიტკაცუნა.. ,,ანგელოზი’’–აი რა იყო კოდი,რომელმაც ამდენი დრო და ნერვიულობა შეიწირა,სიტყვა რომელსაც იოანე გაცნობის პირველი დღიდან მეძახდა..რას წარმოვიდგენდი ასეათი მარტივი თუ იყო,მაგრამ ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა,მაშინვე გადავშალე დღიური და კითხვას შევუდექი;თავიდან როცა ცოტნემ რვეული გადმომცა და მითხრა ეს იოს დღიურიაო ისე გავოცდი თითქოს რამე სასწაული მომხდარიყოს,ვერც კი წარმოვიდგენდი ბიჭი,რომელიც სკოლაში ყველას შიშის ზარს სცემდა დღიურს თუ წერდა;ასეთი უცნაურია იოანე.
გადავშალე თუ არა ბლოკნოტი,პირველსავე ფურცელზე დიდი ასოებით ეწერა:,,თუ ეს დღიური ხელში ჩაგივარდება და წაკითხვას დააპირებ,ძალიან გთოვ არ გადახტე და იმ რიცხვიდან არ დაიწყო კითვა სადაც მე და შენ დავახლოვდით!’’–ეს იყო და ეს და მეც ამ თხოვნას უპირობოდ ვასრულებდი,ისე წავიკითხე როგორც მან მთხოვა.არ დავიწყებ მოყოლას რაზე წერდა ის დღიურის დაწყების პირველ დღეებში,მაგრამ ძალიან მიკვირდა როცა ვკითხულობდი მის მიერ დაწერილ წინადადებებს და ვხვდებოდი,როგორი ფაქიზი სულის პატრონი იყო და თან როგორი ძლიერი და შეუპოვარი.ვერასდროს წარმოვიდგენდი იოს ასეათი თავდადება და სიყვარული თუ შეეძლო,ვერც იმას წარმოვიდგენდი ასეთი საყვარელი თუ იყო,იმისდა მიუხედავად რომ ჩემთან არასდროს უხეშობდა და ყოველთვის თბილად მექცეოდა.რვეული საკმაოდ სქელი იყო და იოსაც თითქმის სულ გაევსო,ამიტომ 2დღე მოვუნდი მის წაკიხვას,სიძველის გამო ზოგი ფურცელი გაყვითლებული და ნაწერი წაშლილი იყო,დიდხანს ვუნდებოდი მის ამოკთხვას,ზოგგან კი ასოები იმდენად ცუდი კალეგრაფიიათ იყო ნაწერი საათობით ვუნდებოდი მათ ამოკითხვას.ასე იყო თუ ისე მივაღწიე 2010 წლის 15 სექტემბერს და დიდი მონდომებით შევუდექი ჩანაწერის წაკითხვას:

,,15/09/2010:დღეს ახალ სკოლაში გადავედი.არანორმალურთა ბრბო.ძლივს ვიპოვე ერთი ჩემნაირი და ისიც გოგო,მაგრამ ძალიან ლამაზი და საყვარელი.ვერასდროს წარმოვიდგენდი გოგოსთან ასე დაახლოება თუ შემეძლო,ერთი დღეც არ არის რაც ვიცნობ და უკვე ძალიან შემიყვარდა,სკოლიდან სახლში გამოვაცილე და ყველაზე კარგი ის არის რომ მეზობლები აღვმოჩნდით და საღამოსაც გავისეირნეთ მარტო მე და მან,კატო ქვია.ერთადერთი ნაცნობი სკოლაში და უბანში...ჯერ მარტო იმით მომაწონა თავი,სხვა გოგოებივით ყურება და სიფათების კერვა არ დამიწყო,ერთხელ შემომხედა და ეგეც მაშინ კლასში რო შევედი,ხმაურზე თავი აწია და ისევ დადო.მერე ერთ მერხზე დავჯექით და 6გაკვეთილი ენა არ გაგვიჩერებია,აღმოჩნდა ცოტნეს იცნობს,ზღვაზე გაუცნიათ ერთმანეთი,მგონი უყვარს კიდეც ცოტნე..მოკლედ ასეა თუ ისეა ერთადერთი ნორმალური ნაცნობი მყავს და ისიც ლამაზი,ძლიერი გოგონაა.’’–გაცნობა..გამახსენდა როგორ ვენაგლებოდი პირველ გაკვეთილზე და ცრემლები წამსკდა.,,იო,იო.როგორ მომენატრე.’’ ვკითხულობდი და ჩვენი ერთად ყოფნის ყველა დეტალს ვიხსენებდი.. ყველგან ჩემზე ეწერა,ყველაგნ იმაზე რომ მოვწონდი,ვუყვარდი,მაგრამ ვერ მიტყდებოდა,ეგონა ცოტნე მიყვარდა,რადგან ხშრად ვეკითხებოდი მასზე,თან არ უნდოდა ჩემი დაკარგვა.ვკითხულობდი და მოვთქვამდი,ვეღარ ვჩერდებოდი,ვტიროდი და ვტიროდი...

,,31.12.2010/01.01.2011/02.01.2011:კატომ ახალწელს თავისთან დამპატიჟა,ისე გამახარა ამ ამბავმა ლამის პატარა გოგოსავით ავქვითინდი,სასაცილოა მაგრამ ძალიან შემიყვარდა,იმასაც მოვწონვარ მგონი,მაგრამ ზუსთად ვერ ვხვდები როგორც მეგობარს ისე მიყურებს თუ როგორც ბიჭს,ერთი კია სულ ჩემთან ყოფნა უნდა და ძალიან სიამოვნებს ჩემ გოგოს ან ანგელოზს რომ ვეძახი..მიკვირს როგორ მომეწონა ასე მალე?როგორ გავხდი მასზე ასე დამოკიდებული?ახლა ვხვდები რომ ასე ძალიან არავინ მყვარებია და თუმცა გამოცდილება დიდი მაქვს,ასე ძალიან არავისთვის გამჭირვებია გრძნობაში გამოტყდომა,ყველაზე კარგი კი ის არის რომ არასდროს მეძახის მეგობარს,არც ძმაკაცს,არც იმას იძახის არ ვიცი რა ქვია ჩვენ ურთიერთობასო..საერთოდ არაფერს არ იძახის გარდა იმისა რომ ,,შენ რომ არ მყავდე ალბათ მოვკვდებოდი!’’ და მეც შევეჩვიე მის სითბოს,როცა მის გვერძე არ ვარ თუ არა დავურეკე ცუდად ვხდები,მაშინვე მენატრება..სულ ვღადაობდი,ასეთი სიყვარული წარმოუდგენელია–მეთქი,მაგრამ ახლა როცა პირადად შევეჩეხე თურმე არსებობს და მეც შემძლებია..უბედური არ ვარ,ძალიან მიხარია რომ ასე დავახლოვდით,მაგრამ ბედნიერიც არ ვარ,რადგან არ ვიცი ზუსტად რას გრძნობს ის ჩემს მიმართ და მეც ვერაფერს ვეუბნევი და ვაგრძნობინებ.ალბათ სულ აქ იქნება,ასეთი მხდალი არასდროს ვყოფილვარ..
ახლაწელს ერთად შევხვდით და ძალიან კარგადაც გავერთეთ.12 საათზე მთელ მის ოჯახთან ერთად გავხსენი შამპანური,როგორც საპატიო სტუმარმა,მერე ვიცეკვეთ..მოლკლედ ერთ ამბავში ვიყავით.ყველა დასაწოლად წავიდა,მე და კატო კი წყნარ მუსიკაზე დიდხანს ვცეკვავდით ვალსს,თუ ტანგოს,მსიამოვნებდა მასთან ასე სიახლოვეს ყოფნა.5საათი ხდებოდა,მივვხვდი ძალიან დაიღალა და ეძინებოდა,წავალ მეთქი და არა რას წახვალ,ჩვენთან დარჩიო,ხელი მომკიდა და თავის ოთახში შემათრია.
–დარჩი რა ჩემთან.
–აააქ?
–ხო,სხვა ოთახი არ არის თავისუფალი,რა მოხდა,ახლოს ვართ ერთმანეთთან და ჩვენთან არ უნდა ტეხავდეს მგონი..
–ნუ ხარ სულელი,არაფერი არ ტეხავს უბრალოდ არ მინდა უხერხულად გამოვიდეს.
–მაშინ ნუღა მაწუწუნებ და შემისრულე საახალწლო თხოვნა–დარჩი ჩემთან და მეტახტზე დავწვები.
–დავრჩები,მაგრამ ტახტზე არ გადაწვენ.–ამის თქმა იყო და ლოგინზე გადავარდა,მაშინვე ჩაეძინა.აბა მე რა დამაძინებდა,ვიჯექი საწოლზე მის გვერდით და ვუყურებდი როგორ ტკბილად ეძინა...მერე მეც ჩამთვლიმა–ალბათ ასე 9საათისთვის.
–ოხ იოანე,რა მძიმე ხარ.,–გამაღვიძა მისმა ხმამ და მისი ხელის შეხებას ვიგრძენი,რომელიც მაწვებოდა.
–ჰა,ხო,რა ხდება?
–მიდი ადექი და საჩუქარი გახსენი,თივლის ბაბუამ მომცა,იოს გადაეცი კარგად იქცეოდა მტელი წელიო.
–მაცადე ძილი.
–კარგი ერთი,შენ რო არ მაცადე?
–რა დაგიშავე?
–რა დამიშავე და რო არ გაგცლოდი თავზე დამეცემოდი.
–მართლა?არ ვაპირებდი დაძინებას და ჩამძინებია.მაპატიე.–რო ვუთხარი გვერძე მომიკდა,საჩუქარი მომაწოდა და ლოყაზე მაკოცა.პირცელად მაკოცა თავისი ინიციატივით.დილაც მათთან ერთად გავატარე და მერე სახლში გავვარდი.
პირველი იანვარიც ერთად დავათენეთ და ბედობას ერთად შევხვდით,მაგრამ უკვე ჩემს სახლში,ერთი გნიასი გვქონდა,ჩემი მშობლებიც აგვყვნენ მხიარულებაში,დედაჩემს ძალიან მოეწონა კატო,კარგი გოგო ჩანსო,იმ დღეს ის დავოვე ჩემთან,მაგრამ ცალკე ოთახში დავაწვინე..მსიამოვნებს მასთან ყოფნა,თავის მობეზრება და ბუზღუნი სრ ახასიათებს,როგორც სხვა გოგოებს,საერთოდ არავის არ გავს,დამოუკიდებელი და თავისუფალია,არავის აზრი არ აინტერესებს და არავის აზრს არ ითვალისწინებს...აი თავის თავზე ლაპარაკი კი იცოცხლე ძალიან უყვარს,გაუთავებლად შეუძლია ილაპარაკოს როგორ უყვარდა ლუკა და როგორ დაივიწყა და ყველას ასე დაივიწყებს ვინც გულს ატკენს,მაგრამ მე ეს საერთოდ არ მაღიზიანებს და ძალიანაც მსიამოვნბს ჩემთან ასეთი გახსნილი რომ არის,რაც ის გავიცანი ბიჭებს ძალიან იშვიათად ვხვდები.ილია მეუბნევა სულ გადაირიე,ბოლოს გოგოდ გადაიქცევიო,აი გუგა ჩემს მხარეს არის,იცის რა არის სიყვარული და იმიტომ,ასე მითხრა შენი ბედნიერება არ დაკარგო და არასდროს არ მოცილდეო.ყველანაირად ვცდილობ მისი აზრი გავითვალისწინო. ძალიან მიყვარს,ძალიან!’’

ვკითხულობდი მის წერილებს და თვალწინ მიდგებოდა ყოველი დღე,ჩვენი საუბარი და ქმედება...ჩემი ბიჭი,თურმე რამდენს მითმენდა და რამდენს იტანდა ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო...

,,25/02/2011:სახლში მარტო ვიყავი და კატოს ვთხოვე ამოსულიყო.ისიც მაშინვე მოვიდა.მთელი დღის მშიერი ვიყავი და შევთავაზე ვისადილოთ–მეთქი და იუარა არაო.სადილისა რა მოგახსენოთ მაგრამ რამდენიმე წუთის წნ ნაყიდი ცხელი ხაჭაპურები,ცივი კოლა და ნამცხვარი მქონდა მაგრამ ჩემმა სულელმა გოგომ არ მშიაო.კარგი–მეთქი და მთელი ჩემი ,,ავლადიდება’’ მისაღებში გამოვიტანე.ისე ვიღმურძლებოდი ახალ ნაჭამსაც მოუვიდოდა მადა და საჭმელს ეცემოდა,ის კი ხან მე მიყურებდა ხან ხაჭაპურებს და არც არაფერს ამბობდა არც არაფერს აკეთებდა,აი ასეთია ის,იმდენად პრინციპული და ამაყი რომ ხანდახან უაზრობაში გადასდის.
–დღეს ჭამე რამე?–ვკითზე და მესამე ნაჭერი ხაჭაპური ავიღე.
–არა.
–მერე ახლა რატო არ ჭამ?არ გშია?
–დიეტაზე ვარ.
–რაზე ხარ?–ამიტყდა სიცილი,მართალია გამოჩხინკული არ არის,მაგრამ არც მსუქანია რომ დიეტებზე და ათასგვარ სისულელეზე დაიწყოს ფიქრი.
–დიეტაზე,ძალიან გავსუქდი.
–კაი ერთი,მე ვერ გამჩნევ.
–მამშვიდებს ბიჭი.როგორ ვერ მამჩნევ ღორივით ვარ გასუქებული.
–მე ასეთიც მომწონხარ.
–მე არ მომწონს ჩემი თავი.
–შენ ვინ გეკითხება?!!იცი რა გემრიელი ხაჭაპურია?მიდი გასინჯე,–პირთან მივუტანე ხაჭაპური ის კი გიჟივით წამოხტა სავარძლიდან.
–არა მეთქი და მორჩა.
–აუფ,კაი ერთი მიდი მიდი ჭამე,–მეც წამოვდექი.ის ნელ ნელა უკან იხევდა,მეც მისკენ მივდიოდი.მივუახლოვდი და ხელში უნდა ამეყვანა, რომ გაიქცა და ჩემს ოთახში შევარდა,მაგრამ კარების დაჭერა მოვახერხე სანამ ჩაკეტადა,დავიჭირე და მხარზე გადავიკიდე.სიცილით ვკვდებოდით ორივე, ის კი ზურგზე მიტყაპუნედბა ხელებს და ყვიროდა დამსვიო.ბოლოს როგორც იქნა მოკბიჩა ხაჭაპური და მერე ისე მხეცივით ეცა სიცილი ვერ შევიკავე.მასთან ყოველთვის კარგ დროს ვატარებ,შანსი არ არის მის გვერდით ვიყო და მოვიწყინო...ჩემი პატარა ანგელოზია!’’

იოანე!ასეთი საყვარელი,თბილი,მოსიყვარულე,ერთგული... მივხვდი რამდენს წარმოადგენდა ის ჯერ კიდევ გაცნობის პირველ დღეებში და ისევ ტირილი ამიტყდა.,,რატომ მიმატოვა სწორედ იმ მომენტში როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდა?!მიყვარს!’
 
,,27/02/2011:ნელ–ნელა ვხვდები რომ კატოს არ ვაინტერესებ როგორც ბიჭი,ისე მიყურებს როგორც ძმას და საუკეთესო მეგობარს,ეს კი გულს მიკლავს..ალბათ ასე არ უნდა დავახლოვებოდი.დღეს ისე ნაგლურად მელაპარაკებოდა..ცოტნეზე ვუთხარი რაღაც და მაშინვე დამშვიდდა და ყურადღებით დამიწყო მოსმენა.რავიცი რომ კითხო 2დღე იცნობდნენ ერთმანეთს და კი უყვარს გოგოს..ალბათ მეც იმიტომ დამიახლოვდა ცოტნესთან ახლოს რომ ყოფილიყო..ეს ფიქრები ბოლოს მიღებს.იმდენის ძალაც არ შემწევს მივიდე და პირდაპირ ვკითხო ყველაფერი...მართალი მითხრა ილიამ,მალე გოგოთ გადავიქცევი და ყველაფერზე ვიწუწუნებ! ტვინში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს ,,კატოს გარეშე მე არავინ ვარ!’’აუარებელი სამეცადინო მაქვს,მე კიდე ვზივარ,გოგოსავით ვავსებ ამ დღიურს და ლამისაა ცრემლები წამომივიდეს იმის ფიქრში კატოს ვეღარ ვნახავ.’’

,,04/03/2011:რამდენი ხანია კატო აღარ მინახია,არა როგორ არ მინახია,მაგრამ ყველანაირად ვცდილობ ახლო ურთიერთობა გავწყვიტო,მალე ინგლისში წავალ სასწავლებლად,გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი მე კი იმდენად შევეჩვიე კატოსთან ყოფნას,ძალიან მიჭირს მეცადინეობა...რო წავალ მერე რა მეშველება?ამიტომ ვარჩიე ახლავე ვისწავლო მისგან თავის შორს დაჭერა და გადაჩვევა. ისე მისგან ძალიან მაკვირვებს და მწყინს არც მირეკავს,არც მწერს და არც მელაპარაკება,ალბათ აღარ ვჭირდები..’’

,,31/05/2011:თვე გავიდა და მე და კატო ორი უცხო ადამიანივით ვართ.ძალიან მიჭირს მაგრამ უნდა ვცადო და გამომივა კიდევაც.1წელი საერთოდ არ მექნება მასთან კონტაქტი და რა საჭიროა უფრო გავართული?უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს არც არასდროს ვიცნობდი კატოს,ძალიან შეიცვალა ამ ერთ თვეში,შეიძლება ჩვენი გაწყვეტილი ურთიერთობის ბრალია,არ ვიცი რა ჭირს,ისეთი მოწყენილი და მარტოსულია...არ შემიძლია ასეთ ვუყურო...გამოცდებს მოვრჩები და სანამ საზღვარგარეთ წავალ ვნახავ..არ შემიძლია ისე წავიდე ერთხელ არ ჩავეხუტო,თან მგონი დროა სიყვარულშიც გამოვუტყდე,თუ არ ვუყვარვარ იქნებ მეც გადამიაროს გრძნობამ და თუ ვუყვარვარ იმედია მეტყვის.’’

,,10/06/2011:კატო ვნახე..ისეთი ლამაზი იყო და ისეთი საყვარელი.ნაწყენი ჩანდა,კიდე თუ დაიკარგები ასე,აღარასდროს შეგირგდებიო.არაფერი მითქვამს ჩავეხუტე და მინდოდა სულ გულში ჩაკრული მყოლოდა....
ძალიან გამიკვირდა,გავბედე და ვუთხარი მიყვარხარ–მეთქი,ნუ სულელობო–ისე მითხრა თითქოს .... არა ნამდვილად არ ვუყვარვარ...აუ ისევ გოგოსავით გამომდს მაგრამ როცა გიყვარს ვერ აზროვნებ...მოკლედ მე ხვალ მივდივარ,იმედია გაანალიზებს იმ ,,რაღაცას’’ ჩვენს შორის ხდება.თან ამ ჩანაწერებსაც წაიკითხავს,ცოტნეს ვუთხარი მიეცი–მეთქი..ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები..მე კი არ ვიცი რა მეშველება 1 წელი მის უნახავად....
მიყვარხარ კატო!’’

ბოლო ჩანაწერი ამ სიტყებით დამთავრდა: ,,მიყვარხარ კატო!’’ როგორ ამტკივდა გული,ახლა უფრო მძაფრად შევიგრძენი მისი დაკარგვის ტკივილი,ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო მრავალჯერ ვეტყოდი ,,მეც მიყვარხარ იოანე!’’ და ჩავეხუტებოდი,მაგრამ ახლა ჩემგან ძალიან შორს არის...ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს დარეკვა რომ არ შეუძლია,რომელი საუკუნე რომ ერთი დღეს მაინც არ აძლევენ მოსწავლეს დარეკვის უფლებას,ხმა რომ გამაგონა ცოტა დავმშვიდდებოდი...ღმერთო,რა სულელი ბიჭია,ასე როგორ გამიმეტა –დაუმშვიდობებლად წავიდა,მნახა გამომლანძღა და წავიდა,ალბათ ეს არის მისთვის დამშვიდობება.ნეტა რას იზავდა რომ მეთქვა მიყვარხარ–მეთქი?ალბათ მაშინ უფრო მტკივნეული იქნებოდა მისი გამგზავრება,მტკივნეული სიხარული იქნებოდა... ასე რამ შემაყვარა ეს ბიჭი?ან იმას რატომ შეუყვარდა გოგო,რომელიც ყველას ეზიზღება?ბედის ირონიაა,რას ვიფიქრებდი რომ მე,კატო წერთელი ისეთ ბიჭს შევუყვარდებოდი,როგორიც იოანე ყიფიანია...ნეტა დრო დამაბრუნებინა,უკან წავიღებდი სიტყვებს,რომელიც იოს ვუთხარი,რას ნიშნავს ,,მაპატიე თუ რამე იმედი მოგეცი..’’ სულელი ვარ და ამ ჩემი სისულელით სხვებსაც ვტკენ გულს და ჩემ თავსაც ზიანს ვაყენებ.როგორ მომენატრე იოანე!

******
დღეები ისე ნელა გადიოდა როგორც არასდროს,თითქოს ვეჩვეოდი ოის გარეშე ყოფნას,მაგრამ არა,არ შემეძლო მისი დღიური ყოველდღე არ წამეკითხა,ვკითხულობდი და ვკითხულობდი გაუჩერებლად და მეგონა მასთან ახლოს ვიყავი.მენატრებოდა,თუმცა არაფრის გაკეთება არ შემეძლო... ,,ნეტა იო როგორ არის?ვენატრები?თუ ვინმე ნახა და ახლა ის შეუყვარდა?რა ხდება მის თავს საერთოდ?როგორ მოეწყო?’’თავში მხოლოდ კითხვები ტრიალებდა,პასუხები ამ კითხვებზე კი არსად არ ჩანდა...
დრო გადიოდა და გადიოდა.აი სკოლაც დაიწყო,როგორც ყოველთვის საშინელება..აგერ მეთორმეტე კლასში გადავედი,წელს ვამთავრებ,კონცენტრირებული უნდა ვიყო სწავლაზე,რომ ჩავაბარო,მაგრამ რა დრის სწავლაა,როცა თავში მხოლოდ ერთი რამ ტრიალებს–,,იოანე’’.
მალე ლაშას ქორწილია...მარტო ეს მახარებს,სხვა არაფერი,ბოლოსდაბოლს მათმა სიყვარულმა ყველაფერზე გაიმარჯვა და მალე ამ სიყვარულს ნაყოფიც ექნება...მათი ქორწილის შემდეგ ცოტნეს და მარის ქორწილია...ისე ეს ცოტნეც ძალიან ბაბნიკია,მაგრამ ემჩნევა რომ მარი ძალიან უყვარს,ისე კი არა როგორ მაშინ ქეთა უყვარდა...ყველასთან სიმშვიდეა,ერთი ჩემთან არის არეულობა,ისეთი დაბნეული და გამოშტერებული დავდივარ ზომბს დავემგვანე,ღმერთო ჩემო რა მჭირს?შეიძლება ასე დაიდარდო ბიჭის გულისთვის?თურმე შესაძლებელი ყოფილა...
როგორ ვინატრო რამე ახალი მოხდეს,როცა ძველიც დასმთავრებელია?როგორ შეიძლება ვთქვა რომ კარგად ვარ,როცა სული მტკივა,როცა გული აღარ ფეთქავს?დადექი და უცინე ყველას ვინც შენგან ღიმილს მოელის,ზოგისთვის ადვილია,აი ჩემთვის კი ძალიან,ძალიან რთულია.თავიდანვე არ შემეძლო თავის მოტყუება,მაგრამ ნელ–ნელა შევეჩვიე,სხვა გზა არ მქონდა,ახლა ვზივარ ჩემი ძმის ქორწილში და უდარდელად ვიღიმები,თითქოს არაფერი მაწუხებდეს...ვზივარ და უაზროდ შევყურებ როგორ ცეკვავენ ლაშა და ნანა და როგორ მხიარულობენ..როგორ მინდა ვიტირო,ცოტა დავმშვიდდებოდი,სული ტიროდა მე კი ვიკრიჭებოდი..

სკოლის დღეები მიჰქროდა,შედარებით მალე გადავაგორე სექტემბერი,ოქტომბერი,ნოემბერი და დეკემბერი,თუმცა 31 დეკემბერი და 1იანვარი,ანუ ახალი წელი მთელი თავისი მოგონებეით ერთდროულად დამატყდა თავს და სულ დამიკარგა ის ხალისი რაც შემორჩენილი მქონდა.რა ბედნიერი ვიყავი წინა წელს ამ დროს,ისეთი ხალისიანი,ენერგიული..ჩემ გვერდით ხომ იო იყო,სწორედ ის მილამაზებდა ცხოვრებას,მხოლოდ ის...!

გავიდა ზამთარიც...ვერ აღვწერ ისე ცუდად ვიყავი...მადა სულ დავკარგე,არაფერს არ ჩამდი,ჩამოვხმი რასაც ქვია,ყველაფერი დიდი მქონდა.თვალები ჩამიშავდა უძილობოსაგან...მხოლოდ იოანეზე ვფიქრობდი,ეს იყო და ეს,სხვა არაფერი მიანტერესებდა,თუმცა ამის მიუხედავად კარგად ვსწავლობდი,სწავლაში ვაკლავდი ჩემ მოგონებეს,მასში ვპოულობდი ხსნას და როგოც ყოველთვის საუკეთესო მოსწავლე ვიყავი...ზაფხულიც მოვიდა...არაფერი არ იცვლებოდა გარდა იმისა რომ ჩაბმული ვიყავი ცოტტნეს ქორწილის სამზადისში,მარის დავუახლოვდი,კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ძალიან ზრუნავდა,ჩემზე ხოდა მეც ვეხმარებოდი და ვცდილობდი ჩემი უჟმურობა არ შეენიშნა და არ წყენოდა ,ისეთი ბედნიერი იყო,ისეთი ხალისიანი....
–დაბადებისდღეს არ იხდი?–მკითხა ერთხელ მარიმ.
–არა მარ,ამის არც დრო მაქვს და არც ხალისი.
–ასე არ შეიძლება,სად წავა ეს შენი იოანე,აქ არ ჩამოვა?
–არ ვიცი,რომ არ ჩამოვიდეს?
–ნუ გეშინია,1წელი გადის უკვე,მალე დაუმთავრდება სწავლა და მერე ისევ დაგიბრუნდება,შენ კი დაბადებისდღე უნდა გადაიხადო,თან აუცილებლად,არ შეიძლება ასე..
–ვნახოთ..
–რა უნდა ნახო?დაგეგმე როგორ გინდა და სად გინდა რომ გადაიხადო,სრულწლოვანი ხდები ბოლოსდაბოლოს და თან ოქროს დაბადებისდღე გაქვს.
–არაუშავს ისე ჩაივლის,როგორც შარშან,5ადამიანი მომილოცავს მარტო და მე ისევ ისეთი მარტოსული ვიქნები როგორც 17წლის ასაკში ვიყავი.
–არ ხარ სწორი,უნდა აღნიშნო აუცილებლად!
–ჯერ გამოცდები მაქვს,არ მცხელა დაბადებისდღისთვის.
ამით შემოიფარგლა მე და მარის დიალოგი.მათმა ქორწილმაც ჩაიარა,მაისში გადაიხადეს,ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი,ისეთი ,,ნეტა მარის ადგილზე მე ვიყო,ცოტნეს ადგილზე კი იოანე,თუ რათქმაუნდა ახსოვს თავისი ანგელოზი.’’ –გავიფიქრე და მოვიწყინე,თუმცა მანამდე შედარებით კარგ გუნებაზე გახლდით.მეორე ქორწილმაც ჩაიარა და კიდევ ერთხელ გადავაგორე დიდი სევდა...

ივნისი–ყველაზე დაძაბული თვე.პრეტესტები დამეწყო და იმდენად ვიყავი კონცენტრირებული,მეთვითონ მიკვირდა.შედეგმაც არ დააყოვნა,ყველაზე მაღალი ქულები ავიღე,მაგრამ ამას რა აზრი აქვს?გამოცდებზე რას ვიზავ ის არის მთავარი,მოვრჩით თუ არა პრეტესტებს 5დღეში გამოცდები დაიწყო.არ ვნერვიულობდი,ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავი,მეშინოდა მხლოდ ერთი რამის–რა მოხდება იოზე ფიქრმა რომ გამიტაცოს?–თუმცა ჩემდა სასარგელოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და აქაც უმაღლესი ქულები ავიღე,რამაც მარტო ჩემი კლასელი გოგო კი არა პარალელებიც გააღიზიანა,მე კი გულდამშვიდებული რომ ატესტატი გავინაღდე ახლა მხოლოდ იოზე ვფიქრობდი...
,,ერთი წელი გავიდა..ნეტა როგორ არის?ჩამოდის?ვახვსოვარ?ვენატრები??’’–ტრიალებდა და ტრიალებდა პასუხგაუცემელი კითხვები და გული უფრო და უფრო მტკიოდა.
სკოლა დავამთავრე,თითქოს ზედმეტი ტვირთი მომეხსნა გულიდან.ახლა მხოლოდ ბანკეტი დარჩა,რომელიც ეროვნული გამოცდების შემდეგ გვექება,დიდად არ მინდა მისვლა,მაგრამ იქნებ რამენაირად გადავაყოლო გულს,თან ყველა მეუბნევა აუცილებლად უნდა მიხვიდეო,მარი დამპირდა მაღაზიაში გავივლი და კაბას შეგირჩევო,მე საერთოდ არ მაქვს ამის დრო,ეროვნულებისთვის ვემზადები,გადავირევი რომ ვერ ჩავაბარო...
იმდენი რამე დამატყდა თავს,წელსაც გადამავიწყდა დაბადებისდღე,მარიმ დამარწმუნა აღმენიშნა,დიდად არ ვემზადებოდი,არავის დაპატიჟებას არ ვაპირებდი,ვინც მოვიდოდა მოვიდოდა,თუ არავინ მოვიდოდა ერც ეგ იქნებოდა დიდი პრობლემა,პირიქით ძალიანაც გამიხარდებოდა...ოხ როგორ მინდა ახლა იოანე ჩემთან იყოს...უკვე ერთი წელია მის გარეშე ბოლო მეღება,საფრთხობელას ვემსგავსები..ისე მჭირდება როგორც არასდროს.
როგორ იქნა ეროვნულებსაც მოვრჩი,მგონი კარგად ჩავაბარე,იმედი მაქვს,თორე საერთოდ დაეკარგება ჩემ ცხოვრებას აზრი და აი მაშინ...

დარჩა მხოლოდ ბანკეტი 15ში და ჩემი დაბადებისდღე 18ში,როგორ მიეყარა ყველაფერი ერთმანეთზე..არცერთი არ მახარებს,ჩემი ოქროს დაბადებისდღე მითუმეტეს,თანაც იოს გარეშე...საშინელებაა,ყველა ჩემთვის საყვარელ დღერსასწაულს(ახლწელს,შობას) მის გარეშე შევხვდი,ადამიანისა რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და დაბადებისდღესც მის გარეშე ჩაივლის..–აღარ მინდა ამაზე ფიქრი,დავიღალე,როგორ დავწყევლო დღე როცა პირველად შევხვდი თორე ამასაც ვიზავდი..თავი გაბეზრებული მქონდა იოანეზე ფიქრით,მიყვარდა,მაგრამ ნელ–ნელა თითოქოს ეს გრძნობა ქრებოდა..სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი...

როგორც ვთქვი მარის ვთხოვე შეერჩია და ეყიდა კაბა გამოსაშვები საღამოსთვის,მაგრამ თავიდან სულ ამომივარდა ერთი დეტალი,კლასელებმა მოიგონეს გოგოებს შავი კაბები და ბიჭებს თეთრი შარვალკოსტუმი უნდა ჩაეცვათ,მე სულელს კი დამავიწყდა და არ მითქვამს მარისთვი,კაბა კი ნაყიდი ქონდა და მე ვერც კი წარმოვიდგენდი რა ფერის ან რანაირი იყო.ძალიან გავნერვიულდი:,,ესღა მაკლდა,პრობლემები არ მელევა...იმედია მუქი კაბა იქნება,წინააღმდეგ შემთხვევაში იდიოტად გამოვჩნდები.ამათმაც მოიგონეს რა,ან მე როდიდან მაინტერესებს სხვისი აზრი და მითუმეტეს ჩემი ბოღმა კლასელების,მაგრამ მაინც არ მინდა წითელი კვერცხი ვიყო..ოხ ,სულ გამოვშტერდი ეს როგორ დამავიწყდა..’’
14ში ღამე მარი დამადგა თავზე,კაბა მომიტანა:
–აბა ანგელოზო,მზადხარ კაბა ნახო?–მკითხა მარიმ და გამიღიმა,მე კი შიშის თვალებით შევხედე.ეს უცბათ შეამჩნია,–რა გჭირს გოგო?
–მარი რა ფერის კაბაა?
–რა ხდება?
–ვაიმე მარიამ,ისეთი დებილი ვარ დამავიწყდა მეთქვა აუცილებლად შავი კაბა უნდა გეყიდა,ასე შევთანხმდით კლასელები.
მარიმ შესაბრალისი თვალებით შემომხედა და ტუჩზე იკბინა,–კატო დაჯექი.–სავარძელში ჩავჯექი,მარიმ კი შეფუთვა გახსნა და კაბა ამოიღო.
,,აი სად დამერხა’’–გავიფიქრე კაბის დანახვისას,მაგრამ ისეთი კაბა იყო სულ დამავიწყა ბანკეტიც,შავი კაბებიც და ჩემი კლასელი გოგოების მახინჯი გემოვნება..საერთოდ არ ვარ მიჩვეული კაბებს და არც მიყვარს,მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიცვამ,ამიტომ უფრო ვთხოვე მარის ჩემს მაგივრად ეყიდა კაბა და სრულიად მივენდე მის დახვეწილ გემოვნებას,მე ხომ ამ საკითხში საერთოდ ვერ ვერკვეოოდი–მოდური ტრენდები,კაბები,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები არ ზის ჩემში და რა ვქნა? მოკლედ მარიმ გაამართლა ,,მოდური დივას’’ სახელი და მოახერხა ამ კაბით მოენიჭებინა ჩემთვის ის სინაზე და დახვეწილობა რაც ამ 1 წელში საერთოდ დავკარგე... კაბა იყო თბილი–ნაზი ღია ვარდისფერი,უსახელო,ტოპზე მოქარგული ვერცხლისფერი ორნამენტებით,ძალიან გამოყვანილი და ბოლოში სულ ოდნავ გაშლილი...მატერია იმდენად სათუთი იყო შემეშინდა არ გამეხეს მეთქი...
–მოგწონს?–მკითხა მარიმ,–თუ მაინცდამაინც შავი გინდა არ ვიცი რამდენად მოვახერხებ,მაგრამ შევეცდები ხვალ 6საათისთვის გიშოვო.
–არა მარ,ძალიან დიდი მადლობა..ეს კაბა..არ ვიცი რა ვთქვა,ძალია,ძალიან ლამაზია,ასეთი არსად მინახავს..სად იყიდე?
–ჩემმა მეგობარმა შეკერა სპეციალურად შენთვის.
–ეგ როგორ გავიგო?
–რა მიუხვედრელი ხარ,–გაეცინა მარის,–ჩემი მეგობარი დიზაინერია,საღამოს კაბებს ქმნის.როცა ვერც თბილისში და ვერც ინტერნეტში შენი შესაფერის ვერაფერი ვნახე,გადავწყვიტე მისთვის მიმემართა...ასეთი კაბა მხოლოს შენ გაქვს,ხელნაკეთი პირადად დიზეინერისგან.
–მარიააამ!–წამოვიყვირე სიიხარულისაგან და ჩავეხუტე,–არ ვიცი ამ საქციელს რითი გადაგიხდი!...აი ძალიან ,ძალიან დიდი მადლობა.
–გაგიჟდი?რა მადლობებს მიხდი.
–მიყვარხარ მარიამ!–კაბა ავიღე,ტანზე მივიხუტე და ცეკვა დავიწყე,–როგორ მინდა ამ კაბაში იომაც მნახოს.
–ისევ გიყვარს?
–არ ვიცი...წელიწადზე მეტია არ მინახავს,ისიც კი არ ვიცი როგორ არის...საერთოდ ვახსოვარ კი?
–არ მინდა გული გეტკინოს ჩემო გოგონა,ხომ არ ჯობდა დაგევიწყა მისი არსებობა?
–როგორ დავივიწყო,როცა ყველაფერს მას ვუკავშირებ...
–მართალი ხარ,მაგრამ არც ასე დარდი არ შეიძლება,აბა სარკეში ჩაიხედე,სად გაქრა წინანდელი კატო?გოგონა რომელიც სავსე იყო ცხოვრებით,ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად?განა შეიძლება მისი ჯიუტი,მოუსვენარი ხასიათი ასე მიიმალოს იოს სიყვარილის მიღმა?ერთს გეტყვი იოს ძალიან უყვარდი,იმდენად რომ შენს დავიწყებას 1წელიწადში ვერ მოახერხებდა,არ მინდა ეს სიტყვები ისე ჟღერდეს თითქოს გაიმედებ,ისიც არ მინდა ილუზიები შეგიქმნა რომ მას იქ არავინ ყავდა,ბიჭია ბოლოსდაბოლოს და მათ ისეთი ერთგულება არ შეუძლიათ როგორც გოგოებს,მაგრამ მე მჯერა რომ იოს ისევ ისე უყვარხარ როგორც უყვარდი,პირიქით მისი გრძნობა უფრო ძლიერია,რადგან იცის რას ნიშნავს როცა იმ ერთადერთს კარგავ..
–მარტო ამ იმედით ვცოცხლობ,–ცრემლებით ამევსო თვალები.
–ჩუ,არ იტირო ჩემო გოგო,ხვალ ბანეკტი გაქვს,ჩაწითლებულ–დასიებული თვალებით ხო არ წახვალ?
–მადლობა მარ..აი ყველაფრისთვის რასაც ჩემთვის აკეთებ,ამას არ ვიმსახურებ....ხო ხედავ როგორ გიფასებ – ნერვებს გიშლი..
–არ გეკადრება მაგის თქმა..შენ ჩემი პატარა და ხარ,ასე რომ ....
–მადლბა.–ვაკოცე
–კარგი კატო,წავალ მე და ხვალ დილით ამოგივლი სალონში წავიდეთ.
–კარგი.–დავემშვოდებე.
მთელი ღამე იმის ფიქრში გავატარე როგორ მიიღებდნენ ჩემი შურიანი კლასელიჩკები ჩემ კაბას..,,იმედია თმებით არ მითრევენ,–გავიფიქრე და გულში გამეცინა,–რა დებილი კლასელები მყავს ღმერთო ჩემო.’’მოვდუნდი,დავმშვიდდი და შევეცადე დამეძინა და ჩამეძინა კიდეც.სიზმარში იო ვნახე.
              

დილაზე ამაღლებულ განწყობაზე გამეღვიძა,პირველად დამესიზმრა იოანე! დიახაც მე ის ვნახე და მერე რა რომ ეს სიზმრი იყო?მთავარია რომ ვნახე და აქ დამთავრდა ყველაფერი. ავდექი თუ არა წავივარჯიშე,სააბაზანოში შევედი,შხაპი მივიღე და ამასობაში მარიც მოვიდა.ძალიან გაუხარდა და ამასთან გაუკვირდა ჩემი კარგი ხასითი,არაფერი ამიხსნია,თუ თვითონ არ ჩავარდება ისეთ სიტუაციაში როგორშიც მე ვარ,ვერ მიხვდება რას ნიშნავს...
ჩავიცვი და მარისთან ერთად სალონში წავედი.
–რა ვუყოთ ამსიგრძე თმას?–მკითხა სტილისტმა და ამათვალიერ–ჩამომათვალიერა.
–მგონი ფრანგული სტილი მოუხდება არა?–თქვა მარიმ.
–სწორედ ამაზე ვფიქრობდი..ბანკეტისთვის ემზადები?
–დიახ.
–კაბა რა ფერის გაქვს?
–ღია ვარდისფერი.
–მაშინ ფრანგული ვარცხნილობა და ძალიან სადა მაკიაჟი,მოგეწონება.–თავდაჯერებულად თქვა სტილისტმა და თვალი ჩამიკრა.
სადღაც 1საათი მოუნდა ჩემი თმის ხვევა–წნა–დამაგრებას,მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავი ძლივს ვიცანი.ასე ლამაზად თმა არასდროს არ მქონია:წინ შუაზე მქონდა გაყოფილი და ორივე მხარეს წვრილი ნაწნავი მიყვებოდა,რომლებიც დიდ კოსას უერთდებოდა და ისეთ სადა და დახვეწილად გამოიყურებოდა...ბოლო შტრიხი რაც თმაში ჩემმა სტილისტმა ჩემს ვარცხნილობას დაამატა ეს იყო ვერცხლისფერი ეგრედწოდებული ,,კორონა’’რომელიც კოსაში მაგრდებოდა. ბოლოს ვიზაჟისტმა მაკიაჟი გამიკეთა და ლამის დავრწმუნდი რომ ადამიანს რომელსაც ჩემ წინ სარკეში ვხედავდი კატო წერეთელი არ ერქვა..გამოშტერებული მივჩერებოდი ჩემ ლურჯ თვალებს და ვერ ვიჯერებდი რომ ისინი ასეთი ლამაზი იყო..თავის ქება გამომდის,მაგრამ სარკეში ჩემი გამოსახულების ყურებისას გავიფიქრე ,,აი რატომ შევუყვარდი...თვალები ხომ ადამინის სულის სარკეა!’’
ისეთი ბედნიერი გამოვედი სალონიდან კი არ დავდიოდი დავრინავდი,ასეთი მხიარული მას შემდეგ არ ვყოფილვარ რაც იოანე ლონდონში გაემგზავრა და აი ახლა ამ წუთას,მარის გვერძე ისეთი ბედნიერი ვარ...მიკვირს.
სახლში ავედით,კაბა ჩავიცვი,ლამის 20სანტიმეტრიან ქუსლებზე შევდექი,თავიდან ვქანაობდი,ნახევარ საათში შევეჩვიე და ,,პახოტკაც’’ დავამხეცე.დავდიოდი მთელ სახლში და მე,მარი,დედა და მამა სიცილით ვიხოცებოდით.გახდა უკვე ნანატრი 7საათი და ლაშამ მომაკითხა მანქანით,მამაჩემს საქმე გამოუჩნდა თორე მერჩივდა მამას წავეყვანე,კითხვებს მაინც არ დამაყრიდა,თუმცა ძალიან გახარებული და ამასთან გაკვირვებულიც დავრჩი – მხოლოდ მომიკითხა და მითხრა ძალიან ლამაზი ხარო.ეს იყო და ეს და ძალიანაც მესიამოვნა..ჩემი ძმაც ძალიან შეიცვალა,თურმე მარტო მე კი არა..
აი შევედი დარბაზში სადაც ჩემი კლასელები იყვნენ და...
–გოგო შენ სულ გაგიჟდი არა?–გადმომიხტა ლილუ, ,,სწერვების'' მეთაური.
–რა ხდება?––ვკითხე აუღელვებლად,თითქოს ვერ მივხვდი რამ გააცეცხლა.
–წითელი კვერცხი ხარ?.–საზე აენთო სიბრაზისგან
–შენ რა გადარდებს წითელი ვარ თუ მწვანე?
–როგორი სწერვა ხარ.
–აუხ,შენ თავს მიხედე რა.–გამოვეცალე და 23 ადამიანის მზერა გავიყოლე,ყველა მე მიყურებდა და კაცმა არ იცოდა ვინ რას ფიქრობდა ჩემზე.დარბაზს აივანიც ქონდა და რადგან კლასში მეგობარი არ მყვადა და არც არავინ ისეთი ერთი სიტყვა მაინც მეთქვა გამარჯობის გარდა იქ გავედი.აივანზე არავინ იყო,რიკულთან მივედი და ღრმად შევისუნთე თბილისის ცხელი,ჭუჭყიანი ჰაერი.ისევ მოგონებეში წავედი...დარბაზიდან წყნარი,გაბმული მუსიკა გაისმოდა,მე კი ვფიქრობდი და ვფიქრობდი...არ ვიცი რამდენი დრო გავატარე ასე უაზროდ დგომასა და ფიქრში,მაგრამ კარგადაც ჩამობნელდა და ღრუბლებიც წამოიშალნენ,აშკარად წვიმას აპირებდა,აივანი კი ღია იყო და ის ის იყო შესვლას ვაპირებდი:
–შეიძლება გეცეკვოთ მადამ?–ყურში ჩამესმა ძალიან ნაცნობი და ძალიან მონატრებული ხმა.
,,ნუთუ... არა ალბათ მომესმა’’–გავიფიქრე,მაგრამ უკან გატრიალება ვერ გავბედე.
–მადამ,არ მეცეკვებით?–ო,ღმერთო ჩემო იოანე,ეს ხომ იოანეა და მე მისი ხმა არ მელანდება,ის ჩემს უკან დგას და მთხოვს ვეცეკვო...გაშეშებული ვიდექი,ხმას ვერ ვიღებდი..წარმოუდგენელია,ის ჩემს უკან დგას,ასე ახლოსაა... მე კი რატომღაც ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ,თითქოს ყელში რაღაც გამეჩხირა,რაც არ მაძლევს საშვალებას რამე ვთვა,თუნდაც მისი სახელი...
–არასდროს არ უნდა მაპატიო?!
–......
–ამოიღებ თუ არა ხმას?––აღელვება და გაბრაზება შეეტყო,აშკარად ნერვებმა უმტყუნეს.
–რა აზრი აქვს რო ამოვიღო?–დაუფიქრებლად,თავისით აღმოხდა ჩემს ბაგეებს.
–ესეიგი აღარაფერი?
–ქონდა კი ოდესმე აზრი?
–ჩემთვის შენ ხარ ყველაფის აზრი!
–.....
–ახლა რაღა მოხდა?
–...
–შემობრუნდი მაინც!
ადგილიდან არ ვიძვრები.
–შემობრუნდი,გხოვ!
–...
–შენ რა გგონია ჩემთვის ადვილი იყო ეს ერთი წელიწადი?რა გგონია დროს ტარებაში ვიყავიდა აღარ მახსოვდი?რა გგონია მარტო შენ იტანჯებოდი?მარტო შენ გტკიოდა გული?–აუწია ხმას, მე კი თავი ვერარ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა..
–მაშინ რატომ წახვედი?რატომ წახვედი ყველადრის აუზსნელად?–ვკიოდი და ცრემლები უფრო მომდიოდა.
–მაპატიე!არ იტირო გთხოვ! ისეთი ლამაზი ხარ!..
–განა პატიება უშველის წელიწადის ტანჯვას? შენ ჩემი არ გჯეროდა,არ გჯეროდა რო მე შენთან ყოფნა მინდოდა და არა ცოტნეს..ხოლო სანამ შენ ამის დაჯერებას ცდილობდი მე
ნელ–ნელა ვნადგურდებოდი..
–მაპატიე! შენ რომ გტკენდი გულს ის მე ათასჯერ მეტად მტკიოდა.
–მე კი ათიათასჯერ!
–მაპატიე! იმდენჯერ გაგიმეორებ სანამ არ მოგბეზრდება და არ მაპატიებ!–მომახლოვდა და წელზე შემომხვია ხელი...მე ის ვიგრძენი,ღმერთო დიდი მადლობა! როგორი ბედნიერი ვიყავი,როგორი ავსებული ენერგიით და სიყვარულით....
–მიყვარხარ კატო!–იყვირა ბოლო ხმაზე,მუსიკა გაჩერდა და დარბაზიდან ბავშვებმა გამოყეს ცნობისმოყვარე თავები.
–დარწმუნებული იყავი არ გეტყვი არ ვიცი რას ვგრძნობ–მეთქი.–გამეცინა.
–ძალიან მიყვარხარ!
–მეც მიყვარხარ!
–ნუთუ ამას შენ ამბობ,ჩემო ანგელიზო?!–გაიცინა.ხელში ამიტაცა,დამატრიალა და დარბაზში შემიყვანა.ყველა ჩვენ გვიყურებდა,ზოგი ბოღმიანი თვალებით,ზოგი შურიანი,ზოგიც სიყვარულიანით....
–აღარ მეგონა ამ სიტყავს შენგან თუ კიდე გავიგონებდი.
–მომენატრე!
–მჭირდები კატო,ისე როგორც მთვარეს ღამე,როგორც ქარი ღრუბლეს,მზის სხივი ზაფხულს..რამდენი რამის თქმა არ შემიძლია შენთვის თვალებში,მაგრამ არ ვდარდობ,ვიცი შენ თვითონ მიხვდები!... მადლობა რომ არსებობ! უბრალოდ მე შენ მიყვარხარ!
–....
–მითხარი რამე!–თვალებში შემომხედა.
–შენ ჩემთვის...
–რა შენთვის?–მოუთმენლობისგან გამაწყვეტინა.
–ის ხარ....
–რა ის?
–მმმმ...–ლოყაზე ვაკოცე,კალთაში ჩავუჯექი და მივეხუტე ისე რომ მისი გულის ცემა მესმოდა...როგორ აჩქარებულად ცემდა მისი გული...სიტყები არ მყოფნიდა,ვერაფერი შესაფერისი ვერ მოვძებნე რომ სწორად გადმომეცა ჩემი გრძნობა მის მიმართ...თვალებში შევხედე გავუღიმე და:
–უბრალოდ ის!–ვუთხარი რაც პირველად წამოისროლა ჩემმა ნაიარევ ახალ მოშუშებულმა გულმა......– უბრალოდ ის!